ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–მ პარასკევს პრე–სეზონის პირველი მატჩი გამართა. ეუსებიოს გუნდმა “ლ’ესკალა” ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით, 8–0 დაამარცხა. ახალგაზრდა კატალონიელების დამრიგებელი ამ გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი გახლავთ…
“ჩვენი მიზანი ფეხბურთელებისთვის სათამაშო დროის მიცემა იყო. თითოეულს სათამაშოდ 45 წუთი მიეცა”, – განაცხადა ეუსებიომ “ბარსა TV”-სთან საუბრისას, – “მატჩის ასეთი შედეგი (8:0) ფეხბურთლების ხარისხსა და სიძლიერეზე მიგვანიშნებს.”
შეხვედრაში მონაწილეობა “ბარსა ბ”–ს ახალწვეულმა, კიკო ფემენიამაც მიიღო. მან 37–ე წუთზე გოლიც გაიტანა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ იგი მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. “მე მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და სადებიუტო გოლის გატანაც მოვახერხე, მე მეტის თქმა არც შემიძლია”, განაცხადა კიკომ. ამ მატჩის შემდეგ კიკო ხულენ ლოპეტეგის გუნდთან შესაერთებლად გაეშურა. იგი “ბარსას” სხვა 6 ფეხბურთელთან ერთად მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით გამოვა.


