“პარმა” ალეხანდრო ბალდეთი დაინტერესდა

“პარმა” ალეხანდრო ბალდეთი დაინტერესდა

იტალიური “პარმა” “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მცველის, ალეხანდრო ბალდეს დამატებით დაინტერესდა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

ენცო მარესკა, “პარმას” მთავარი მწვრთნელი, 17 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია. 

როგორც მოსალოდნელია, ბალდე პრესეზონს “ბარსას” ძირითად გუნდთან ერთად გაივლის და რონალდ კუმანის გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. შემადგენლობაში კონკურენციის გათვალისწინებით, სეზონის განმავლობაში ალეხანდროს დიდი სათამაშო დროს მიღება გაუჭირდება, ამიტომ გამორიცხული არაა, კლუბი მის იჯარით გაშვებას განიხილავდეს. 

ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ “ბარსელონას” ან ფეხბურთელს “პარმას” კანდიდატურა მოხიბლავს. კლუბმა სერია ა-ს წინა გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონს მეორე დივიზიონში გაატარებს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 12 ივნ 2021, 21:16

    პარმა არა იუვე სტაბია

  • El pistolero 9
    schedule 12 ივნ 2021, 18:11

    გაია უნდა დავითრიოთ

  • nika 54
    schedule 12 ივნ 2021, 15:43

    ხოდა ბარსა-დან რო პირდაპირ ვაგზავნით, არ შეიძლება ძირითადში ვათამაშოთ სეზონში რამდენიმე მატჩი და პარმას მაგივრად ვინმე ინტერი, იუვენტუსი დავაინტერესოთ? ხო მეტის გადამხდელები იქნებიან.

  • Iniesta_8
    schedule 12 ივნ 2021, 13:05

    იტალიას რა კაი ნაკრები ყავს. თურქეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, მითუმეტეს ბოლო დროს, მარა დაშალეს მარტივ მამრავლებად. თუმცა მგონია რომ 35 წლის ბონუჩი-კიელინით სწრაფ და ძლიერ გუნდებთან ძაან გაუჭირდებათ თამაში. საფრანგეთი ან პორტუგალია თუ გააგდეს მერე მართლა მთავარი ფავორიტები იქნებიან.

  • La Pulga10
    schedule 12 ივნ 2021, 12:59

    აბა გააცვით აქედნ.პარმა არა კალიარი.