workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”სესკთან და ვილიასთან ერთად უფრო გავძლიერდებით”

ინიესტა:”სესკთან და ვილიასთან ერთად უფრო გავძლიერდებით”

ესპანელი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა, ისვენებს ლა ლიგის დამთავრების შემდეგ და ახლა უკვე ემზადება ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით სათამაშოდ. 2010 წლის მუნდიალის გარჩევამდე ინიესტამ პრესასთან ისაუბრა სესკ ფაბერეგასსა და დავიდ ვილიაზე.
“ვილია ძალიან სწრაფი მოთამაშეა და მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა. სრულიად არ არის გასაკვირი ის, რომ იგი “ბარსელონაში” თამაშობს”.

“რაც შეეხება ფაბრეგასს, ისიც ძალიან კარგი მოთამაშეა და სრულიად შეეფერება “ბარსელონას” თამაშის სტილს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოსვლის შემთხვევაში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება”.

ინიესტამ ასევე შეაქო შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და განაცხადა: “იგი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ გუნდს ბოლომდე ვერ შეეგუა. ბევრს შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ ძალიან ძნელია სხვა ლიგაში ასე სწრაფად გადასვლა. აღსანიშნავია ის პროგრესი, რაც მან აქამდე განვლო”.

ინფორმაციის წყარო: fcbarcelona.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward