“ბარსელონას” ახალწვეულმა, ემერსონ როიალმა, კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა.
გამარჯობა კულეებო, ერთმანეთს მალე შევხვდებით. თქვენ ჩემი ბავშვობის ოცნების ნაწილი ხართ. ეს ოცნება ახლა უკვე რეალობაა. გაუმარჯოს “ბარსას”, გაუმარჯოს კატალონიას!
– თქვა ემერსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გუნდში არც კი უთამაშია, ბრაზილიელი ფეხბურთელის “ბარსადან” გადაბირების მცდელობები უკვე იყო. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონის აგენტები მილანის “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდნენ და ტრანსფერზე უარი უთხრეს, დღევანდელი განცხადებით კი ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა “ბარსელონასადმი” თავისი ერთგულება საჯაროდ დაადასტურა.
იქამდე, სანამ “ბლაუგრანასთან” ერთად ვარჯიშს დაიწყებს, ემერსონი ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ითამაშებს. ტურნირი 2 დღეში დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.




შენი ოცნება კი ახდა, მაგრამ ჩვენი, კულეების ოცნებაზე რას იტყვი?
დესტმაც რო მოუმატოს და ამანაც, კუმანი რას იზავს საინტერესოა. გაუშვებს სადმე ატლეტიკოში?
დესტს კონკურენტი ეყოლება და მოუწევს მომატება