პეპ გვარდიოლას შეგირდები მოსამზადებელ სეზონს ორშაბათს დაიწყებენ. პეპის განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იქნება. დატვირთული კვირის შემდეგ კი (შაბათს) ბლაუგრანელები ხორვატიაში “ჰაიდუკ სპლიტის” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ…
“ბარსას” ფეხბურთელები ორშაბათს, ადგილობრივი დროით 8 საათიდან, სამედიცინო შემოწმებებს გაივლიან. საღამოს კი გუნდი “სიუტატ ესპორტივაზე” გამართავს ვარჯიშს.
სამშაბათიდან პარასკევამდე, პეპის გუნდი დილასაც და საღამოსაც ვარჯიშს ჩაატარებს. პირველი ვარჯიში 9:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე 19 საათზე. სამშაბათის დილის ვარჯიშის შემდეგ, პეპ გვარდიოლა პრეს–კონფერენციას გამართავს, ხოლო ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს მედიის წინაშე “ბარსას” ფეხბურთელები წარსდგებიან.



