ფაბრიციო რომანო: ტერ შტეგენი ბარსაში რჩება

ფაბრიციო რომანო: ტერ შტეგენი ბარსაში რჩება

იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ჯანლუიჯი დონარუმასა და პსჟ-ს საერთო ინტერესებზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პარიზული გრანდი ჯიჯიოს დამატებასთან ძალიან ახლოსაა. 

მიუხედავად იმისა, რომ დონარუმას შეძენა თავდაპირველად კატალონიელებსა და ტურინელებსაც სურდათ, ახლა “პარი სენ-ჟერმენს” კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად, ისევე როგორც ტერ შტეგენი, ვოიცეხ შესნიც ამჟამინდელ კლუბში რჩება და მომდევნო სეზონშიც ორივე მეკარე საკუთარი გუნდის კარს ისევ პირველ ნომრად დაიცავს.

მას შემდეგ რაც “მილანმა” “ლილიდან” მაიკ მენიო დაიმატა, დონარუმას წასვლაზე საუბრები განსაკუთრებით გამძაფრდა. დაიწერა კიდეც, რომ თითქოს ტერ შტეგენს “ბარსა” ტრანსფერზეც დააყენებდა, თუმცა ახლა მთავარი პრობლემა, რაც “ბლაუგრანას” უშუალოდ მეკარის პოზიციაზე აქვს, გერმანელის ოპერაციისშემდგომი რეაბლიტაციის პროცესი და მისი დაბრუნებაა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    10 ივნ 2021, 11:17

    მთავარი პრობლემა, რაც "ბლაუგრანას" უშუალოდ მეკარის პოზიციაზე აქვს, გერმანელის ოპერაციისშემდგომი რეაბლიტაციის პროცესი და მისი დაბრუნებაა.
    სწორედაც, ამ მედპორსანალისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ფატი გვეყოფა მარტო. ისე რომ ვილოცოთ ამას არაფერი გაურთულდეს და ნეტუს იმედზე არ დავრჩეთ.

  • M10 S9 D11
    10 ივნ 2021, 09:49

    და ვინ უშვებდა რო?

  • me da barca
    10 ივნ 2021, 02:33

    რჩება რა… როდის მიდიოდა.

  • Anssumane
    09 ივნ 2021, 23:24

    ვიზიარებ მალუმა wink

  • Diana
    09 ივნ 2021, 23:10

    ჩემს ტერ შტეგენს ხელი არ ახლოთ !!!

  • nikusha
    09 ივნ 2021, 22:33

    ციტატა: Griezzy7
    დეპაიზე რა ისმის???????????????


    ამ კვირის ბოლომდე გავიფორმებთ