workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ”, შესაძლოა, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს

“ბარსელონამ”, შესაძლოა, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, ჯორჯინიო ვეინალდუმი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა და “ბარსელონამ” ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყო.

როგორც AS იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, “რომას” ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს. 24 წლის იტალიელის კონტრაქტი მომავალ წლამდე მოქმედებს, რაც “ბარსელონას” საშუალებას აძლევს, ის დაბალი თანხის სანაცვლოდ გადაიბიროს. ასევე განიხილება ტრანსფერში მოთამაშის ჩართვა.

სერია A-ს გასულ სეზონში, პელეგრინიმ “რომას” მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 ივნ 2021, 21:13
    #12

    me da barca,
    კი, მეც მომწონს, იქნება გააკოტრონ ლაპორტამ და რაიოლამ ხალიფები
    laughing laughing laughing

  • nika 54
    schedule 09 ივნ 2021, 15:07
    #11

    ციტატა: BEQA BARCA
    ვეინალდუმმა ფული არჩია და მაშინ ესეც არაა ცუდი ვარიანტი. დრობლინგიც აქვს და დარტყმაც..


    რა ვიცი კოუტინიოს დრიბლინგიც ქონდა და დარტყმაც, მაგრამ ბარსას რო ინაღდებენ მერე თითქოს თამაში ავიწყდებათ თუ რა უბედურებაა. როგორც იტყვიან გამოდგომაზეა-ო რა.

  • Bakero
    schedule 09 ივნ 2021, 00:25
    #10

    ციტატა: Don_Andresito
    კიი მოუ უეჭ გამოუშვებს. ჟოზე არი პსჟ ეს ხელმძღვანელობასავით, ოღონთ ბარსაში არ გაუშვას და მოკვდება


    კიი 100% ეგრეა მაგას (მოურინიო) სულიერი ტრავმა აქვს ! ყველგან იყო მთავარ მწვრთნელად ბარსელონას გარდა laughing laughing laughing და ბარსელონაში რომ არასდროს მოუშვებენ ეგ კარგად იცის laughing laughing

  • me da barca
    schedule 08 ივნ 2021, 23:41
    #9

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ბლეფი კატალონიურად – რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით
    =================================================================================
    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
    ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ქომაგთათვისაც, რადგან იტალიელ გოლკიპერს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.
    მიუხედავად ამისა, თუ Sport-ის ჟურნალისტს, ივან რობლესს დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯიჯით რეალურად დაინტერესებულნი არც არასდროს ყოფილან.
    წყაროს თანახმად, "ბარსას" შეფები უბრალოდ დაეხმარნენ დონარუმას აგენტს, მინო რაიოლას, რათა მას "პსჟ-სთვის" მეტი თანხა დაეცინცლა.
    კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მათ გავლენიანი აგენტის კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ რაიოლა "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის აგენტიცაა.
    ============ ამაზე რას იტყვით?!!! smile smile smile


    ბარსას ვისაც უკავშირებენ იმაში ხალიფა ორმაგს იხდის. იმდენი უქნია ხუთმაგი გადაუხდია. იქნება ის გასიებული რაიოლოც რამეში გამოგვადგეს. ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში, თუ ეს სიმართლეა. რეალიც სულ ამას არ გვიკეთებდა, როცა ფასს გვიწელევდა, ვითომ დაინტერესებული იყო.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 ივნ 2021, 20:56
    #8

    ბლეფი კატალონიურად – რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით
    =================================================================================
    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
    ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ქომაგთათვისაც, რადგან იტალიელ გოლკიპერს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.
    მიუხედავად ამისა, თუ Sport-ის ჟურნალისტს, ივან რობლესს დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯიჯით რეალურად დაინტერესებულნი არც არასდროს ყოფილან.
    წყაროს თანახმად, "ბარსას" შეფები უბრალოდ დაეხმარნენ დონარუმას აგენტს, მინო რაიოლას, რათა მას "პსჟ-სთვის" მეტი თანხა დაეცინცლა.
    კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მათ გავლენიანი აგენტის კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ რაიოლა "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის აგენტიცაა.
    ============ ამაზე რას იტყვით?!!! smile smile smile

  • Don_Andresito
    schedule 08 ივნ 2021, 20:49
    #7

    კიი მოუ უეჭ გამოუშვებს. ჟოზე არი პსჟ ეს ხელმძღვანელობასავით, ოღონთ ბარსაში არ გაუშვას და მოკვდება

  • Bakero
    schedule 08 ივნ 2021, 18:27
    #6

    ციტატა: La Pulga10
    Bakero,
    პელეგრინი არა ბეკენბაუერი.ახალგაზრდა მწვრთნელი გვინდა ენერგიული.


    ვხუმრობ კაცო laughing მე მწვრთნელად ნაგელსმანი მინდოდა და დაცვის ცენტრში უპამეკანო მაგრამ ბავარიაში წავიდა ორივე სამწუხაროდ confused

  • La Pulga10
    schedule 08 ივნ 2021, 18:20
    #5

    Bakero,
    პელეგრინი არა ბეკენბაუერი.ახალგაზრდა მწვრთნელი გვინდა ენერგიული.

  • xaviesta
    schedule 08 ივნ 2021, 18:19
    #4

    რომა არ გამოუშვებს .. არც მოურინიო.. ისე მართლაც ცუდი ფეხბურთელი არ არის ..

  • Bakero
    schedule 08 ივნ 2021, 18:16
    #3

    ლაპორტა ! ლორენცოს მაგივრად მანუელ პელეგრინი მიოყვანე laughing laughing laughing laughing დაბალ ცეცხლზე მოხარშულ კალმახს კი ჰგავს (არსენ ვენგერივით) მაგრამ ხისთავას მაინც აჯობებს laughing laughing laughing

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2021, 18:12
    #2

    ეს კაი ბიჭია მარა ამას ჯობია აუარი მოიყვანონ შემტევი ნახევარ მცველი გვჭირდება

  • BEQA BARCA
    schedule 08 ივნ 2021, 18:00
    #1

    ვეინალდუმმა ფული არჩია და მაშინ ესეც არაა ცუდი ვარიანტი. დრობლინგიც აქვს და დარტყმაც..