workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport | ატლეტიკოს მარკ კუკურელია სურს

Sport | ატლეტიკოს მარკ კუკურელია სურს

Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკო” მარკ კუკურელიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

“როხიბლანკოსი” მზადაა მის სანაცვლოდ თანაქალაქელ “ხეტაფეს” 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, საიიდანაც 10% “ბარსელონას” ეკუთვნის.

22 წლის ესპანელი “ბარსას” საკუთრება ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო, რამდენიმე იჯარის შემდეგ ის “ხეტაფეში” 10 მილიონად გადავიდა. სატრანსფერო ხელშეკრულებაში არსებული საბონუსე პუნქტის მიხედვით, კი მისი მომავალი ტრანსფერის 10% კატალონიელებს დარჩებათ. შესაბამისად, თუ ეს გარიგება შედგა “ბლაუგრანა” 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

კუკურელიას ეს წელი წინა სეზონებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებით შედეგიანი არ ჰქონია. 39 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო. Transfermarkt.com მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 03 ივნ 2021, 15:30
    #4

    ვერც ეს გამოვიყენეთ, სიმეონემ კი უკვე დაადგა თვალი. მაგას არაფერი ეშლება. ეხლა რო კუკურელიამ მოაგებინოს ატლეტიკოს ჩემპიონობა სულ გავგიჟდები.

    ციტატა: me da barca
    გადაპარსეთ ეს, რას უგავს თმები.


    ისე ამაზე და მინგესაზე ერთი კარგი "პარიკმახერი" დიდი მაკრატლით, მისწრებაა რა.

  • me da barca
    schedule 03 ივნ 2021, 05:48
    #3

    გადაპარსეთ ეს, რას უგავს თმები.

  • Albicelecte
    schedule 03 ივნ 2021, 00:09
    #2

    ციტატა: Griezzy7
    არადა ფირპოს ბევრად ჯობია ეს მაგრამ არც ეს არის ბარსას დონის ფეხბურთელი. ატლეტიკოს რათ უნდა ვერ ვხვდები


    ბარსას დონისა შეიძლება არაა, მაგრამ შეიძლება განვითარდეს
    თუმცა ატლეტიკოს სტანდარტი ბარსას დონეს არ მოითხოვს, ჩოლომ იცის რა მოუხერხოს მის გლადიატორებს, მაქსიმუმს გააწურვინებს

  • Moriba
    schedule 02 ივნ 2021, 21:35
    #1

    აგუეროს კორონა დაუდასტურდაო