წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 მაისს მოხდა.
თამაშები
31 მაისს “ბარსელონას” 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
1943 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რამონ მონტესინოსი. 1963-1967 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 60 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მონტესინოსმა კატალონიურ კლუბში ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1961 წელი
“ბარსელონა” ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) მისთვის პირველ ფინალში “ბენფიკასთან” ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
1973 წელი
ესპანეთის თასზე “სევილიასთან” 1-3 წაგების შემდეგ სასტუმროში მყოფი “ბარსელონას” შვიდმა ფეხბურთელმა კავა (კატალონიაში პოპულარული ცქრიალა ღვინო) შეუკეთა. ამის შემხედველმა რინუს მიხელსმა ფეხბურთელებს არაპროფესიონალები უწოდა და სასმლის ბოთლები ძილს დაანარცხა.
1975 წელი
“სან ანდრესთან” სტუმრად 2-1 გამარჯვება “ბარსელონასთვის” ესპანეთის თასზე მე-200 მოგება გამოდგა.
1992 წელი
ქალაქურ დერბიში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” სტუმრად 4-0 გაანადგურა. გოლები კუმანმა, ბეგირისტაინმა, ეუსებიომ და ფერერმა გაიტანეს.
2017 წელი
ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელად წარადგინეს.
GRIEZMAN✓™,
CHEPE,
nika 54,
შედეგებით კინაღამ ისეთი რაღაც გააკეთა პეპს და ლუჩოს რო არ გაუკეთებიათ, თამაშის ხარისხზე ვთქვი მე, საშინელება იყო, პრაგმატული ფეხბურთი, რომელიც მარტო მესის ხარჯზე თუ ხდებოდა ცოტათი ორიგინალური, ისე იმ გუნდით ერთი ლიგა კი უნდა დაედო რომა-ლივერპულიდან რომელიმეში
1973 წელი
ესპანეთის თასზე "სევილიასთან" 1-3 წაგების შემდეგ სასტუმროში მყოფი "ბარსელონას" შვიდმა ფეხბურთელმა კავა (კატალონიაში პოპულარული ცქრიალა ღვინო) შეუკეთა. ამის შემხედვარე რინუს მიხელსმა ფეხბურთელებს არაპროფესიონალები უწოდა და სასმლის ბოთლები ძილს დაანარცხა.
უყურე ამათ, მოქეიფეებიც რო ყოფილან.
რავიცი, დავიჯერო კუმანის ფეხბურთი ჯობია, ეს ტიტულებს მაინც აგროვებდა.
რას თამაშობდა ეგეთს. უწვალებლად მაინც იგებდა ლალიგას
ამას მაინც არ მოვინატრებ 100 წელი, რა ფეხბურთს თამაშობდა ამის დროს გუნდი რა იყო, ყურება მეზარებოდა ხოლმე