ბარსელონა და ბეტისი მირანდას თაობაზე შეთანხმდა

ბარსელონა და ბეტისი მირანდას თაობაზე შეთანხმდა

“ბარსელონამ” და “ბეტისმა” ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ხუან მირანდას შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. Sport-ის ცნობით, “ბეტისში” იჯარით გაშვებული ფეხბურთელი კარიერას იმავე კლუბში გააგრძელებს. ოთხშაბათს ერთმანეთს “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი და “ბეტისი” ვიცეპრეზიდენტი შეხვდნენ. მხარეებმა ხელშეკრულების პირობები შეათანხმეს. გამოცემის ინფორმაციით, მირანდას მსგავსად, “ბეტისს” ემერსონ როიალის შეძენითაცაა დაინტერესებული. “ბარსელონას” ემერსონიც იჯარით ანდალუსიური კლუბში ჰყავს გაშვებული.

რაც შეეხება მირანდას, მას “ბეტისში” კარგი სეზონი ჰქონდა. მალევე მოიპოვა მწვრთნელის ნდობა და შეხვედრებს ძირითადად სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა. იგი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობს და ანდალუსიურ კლუბში დარჩენით ბედნიერია. 

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 28 მაი 2021, 17:58

    ეს ემერსონის ტრანსფერში ჩართესო და ზუსტად არაფერი იწერება.

  • Don_Andresito
    schedule 27 მაი 2021, 19:40

    არაფრის მთქმელი სტატიაა. შეთანხმდნენ რო ისევ ბეტისში იქნება მარა მივყიდეთ ვაჩუქეთ თუ იჯარა გავახანგრძლივეთ ეგ არ წერია

    ემერსონი კიდე იჯარით არაა მანდ, 50% იანი უფლებით გვყავს ნაყიდი და 9 მილიონი უნდა.სრულ გამოსყიდვას