workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თავისუფალი ანტონიო კონტე და ლაპორტას ახალი ალტერნატივა

თავისუფალი ანტონიო კონტე და ლაპორტას ახალი ალტერნატივა

ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანის შემცვლელის ძიებაშია. ესპანური პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტას 15 დღე აქვს, რათა “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში “ბლაუგრანას” კვლავ ჰოლანდიელი უთავკაცებს. 

ლაპორტას ალტერნატივათა სიას კი ანტონიო კონტე შეემატა. იტალიელმა სპეციალისტმა “ინტერი” მას შემდეგ დატოვა, რაც იტალიურ კლუბს 11-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A მოაგებინა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ “ნეაძური” ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა. სპეციალისტს ახალი ტრანსფერები და განახლებული პროექტი სურდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ამაზე უარი უთხრა. 

იმ ფონზე, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” დატოვა, “ბარსელონას” მწვრთნელის ძიებაში კონკურენტი გამოუჩნდა. C

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 28 მაი 2021, 02:44
    #9

    კონტე მწვრთნელად და ასისტენტებად მოურინიო და ალეგრი, ან პირიქით. ზუსტად ბარსას სტილია სამივე დააკვდება. აბა ავტობუსა კლოპი და მისთანები ვის რად უნდა.

  • riva
    schedule 27 მაი 2021, 17:22
    #8

    მიუხედავად იმისა რომ კონტე ჩვენი სტილი არაა 20-21 წლების ფორმაციის ბარსას კარგად ათამაშებდა დარწმუნებული ვარ. დემბელეს და გრიზმანს მაქსიმალურად გამოიყნებდა. უბრალოდ მის ფორმაციაში კარგად ჩაჯდებოდნენ ორივე

    დაცვაში ფურორს ვერ მოახდენდა მაგრამ დისციპლინის ხარჯზე უკეთესი შედეგი ექნებოდა

  • B.A.r.c.A
    schedule 27 მაი 2021, 16:36
    #7

    ამის 5 მცველი გვაკლია კიდე გადაჯიშებისთვის უეჭვი დაკერავს ლაპორტა ვინმეს მოვა ვინმე სერიოზული თუ გაუშვა კუმანი დარწმუნებული ვარ

  • KING_BARCA
    schedule 27 მაი 2021, 16:36
    #6

    რას ბოდავთ… ლაპორტა არაფერი მიქარო, ჭკვიანი კაცი მგონიხარ….

  • Muxber
    schedule 27 მაი 2021, 16:09
    #5

    რა კონტე გადაობენ ესენი იყოს კუმანი მაგარია იყოს😂😂😂

  • nika 54
    schedule 27 მაი 2021, 16:08
    #4

    კონტეს განუცხადეს რომ ვინმე სადღაც 30 მილიონის ფარგლებში უნდა გაეყიდათ, რო ფინასური ფეარ პლეი არ დარღვეულიყო. და სწორედ მის ხელშეუხებლებს დაადგეს თვალი ან ლუკაკუ ამ ლაუტაროო. რის შემდეგაც წასვლა გადაწყვიტა. რეალი ნამდვილად ფიქრობს მასზე, ზიდანის გაშვების შემდეგ. აბა ზიდანი ვინმეს დიდი სტრატეგი და ტაქტიკოსი ეგონა? მოკვდა ნელ-ნელა ის აწყობილი სასტავი ზიდანს რო დაახვედრეს, ეხლა კიდევ მიდიან მარსელო, ისკო, რამოსიც, ბეილსაც უთქვია რაც ხელფასი დამრჩა ასაღები იმის ნახხევარი მომეცით და სულ აღარ დაგენახვებითო. ხელფასი კი 17 მილიონი ქონია. კროსს და მოდრიჩს გაუხანგრძლივეს, მაგრამ ზიდანი ხვდება თუ ახალი სისხლი არ მოვიდა მომავალ სეზონში ვეღარაფერს მოიგებს და ამიტომაც აიკრიფა.

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2021, 16:04
    #3

    ოღონდ ეს არაა ამას ისევ კუმანის დატოვება ან ვალვერდეს დაბრუნება ჯობია

  • patrick
    schedule 27 მაი 2021, 15:34
    #2

    კონტე ნორმალური იქნება, ჩემი აზრით. რავი ყველგან რაღაცა კი აქვს მოგებული, ჩელსის პირველივე სეზონში ეპლი მოაგებინა და ინტერს რამდენხნიანი პაუზის შემდეგ კიდევ. იუვეშიც ტიტულები აქვს საკმაოდ, ყველაზე კარგი ვარიანტია, ალბათ.

  • nikolozi96
    schedule 27 მაი 2021, 15:26
    #1

    კონტეს ისევ კუმანი სჯობს,ეს ალეგრი,კონტე,შმონტე,პადრე,პედრო,პიტო,პატოები ამ ბარსას არ სჭირდება ბარსას სჭირდება ტაქტიკოსი ენერგიული და ახალგაზრდა მწვრთნელი იდეალური იყო ხავიმ არა არ გამოდის ჯერ..მარა აი რა ალეგრი და რა კონტე