“სევილიას” ინტერესის არეალში ხეფრენ სუარესი მოექცა

“სევილიას” ინტერესის არეალში ხეფრენ სუარესი მოექცა

“Sport.es” გვამცნობს, რომ  “სევილია”  კატალონიის “ბარსელონას” 11 ნომრიანი მაისურის მფლობელით, ხეფრენ სუარესით ინტერესდება.

კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს სურთ შეიძინონ ახალგაზრდა ნიჭიერი ფორვარდი. ფეხბურთელის მამამ არ უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ დეტალების განცხადებისგან თავი შეიკავა.
“ისეთი კლუბის მხრიდან, როგორიც ესპანური “სევილიაა” სავსებით რეალურია  ხეფრენისადმი ინტერესი. დიდი შანსია იმისა, რომ  “სევილიას” ხელმძღვანელობა უკვე დაკავშირებული იყოს  “ბარსელონასთან”  ხეფრენის თაობაზე” – განაცხადა  ხეფრენის მამამ, ეფრენ სუარესმა.

აქვე მოგახსენებთ, რომ ხეფრენმა  “ბარსას” მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 3–ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია