ხვალ, “ეიბართან” გასამართი მატჩის წინ, რონალდ კუმანი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
თამაში
ხვალ სეზონის ბოლო შეხვედრაა. ვეცდებით, მაღალი ინტენსივობით ვითამაშოთ და მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის აღარ ვიბრძვით. ვისურვებდი, რომ სეზონი მოგებით დაგვემთავრებინა.
კლუბში დარჩენა
არ ვიცი, რა მოხდება, მართლა. ამ თემაზე პრეზიდენტს ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მან პირველივე დღიდან იცის, რომ დარჩენა და კონტრაქტის ბოლომდე შესრულება მსურს, ვნახოთ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
ხვალინდელი თამაშის შემდეგ ამაზე ვისაუბრებთ. კლუბმა გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, დროულად უნდა მიიღოს, ეს აუცილებელია ჩემთვისაც და კლუბისთვისაც.
ჭორები
ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. ეს ფეხბურთელებზე მოქმედებს, ისინი ამას არ იმსახურებენ. პრესამ რაღაცები სხვანაირად უნდა გააკეთოს.
მესმის, რომ არსებობს კითხვები იმის შესახებ, რაც სეზონის ბოლოს მოხდა, თუმცა ბოლო პერიოდში, კლუბის მიმართ დიდი მხარდაჭერა არ შემიმჩნევია.
კომპენსაცია
ამაზე ვერ გიპასუხებთ. თქვენ იცით, რომ მე ეს კლუბი მიყვარს. სანამ პრეზიდენტთან არ ვისაუბრებ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
სეზონი
აგვისტოში, ეს შედეგი მისაღები იქნებოდა, ჩვენ მოვიგეთ თასი და ვიბრძოლეთ ლა ლიგისთვის. საერთო სურათი 2021-ში კარგი იყო, რაც მომავლის იმედს გვაძლევს, თუმცა რამდენიმე თამაში სათანადო დონეზე ვერ ჩავატარეთ.
საერთო ჯამში, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც გვქონდა, ეს სეზონი ცუდად ვერ შეფასდება. ვერც ძალიან კარგად, მაგრამ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
საკითხს თვითკრიტიკულად ვუდგები. ვწუხვარ, რომ სეზონის გადამწყვეტ ნაწილში დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ, თუმცა ჩვენ საწინააღმდეგოდ ბევრი რამ მოქმედებდა. თავს საუკეთესო მწვრთნელად არ მივიჩნევ, თუმცა ვთვლი, რომ “ბარსელონაში” მუშაობის გაგრძელება შემიძლია.
მესი და პედრი
გუნდში არის სამი-ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ამ სეზონში განსაკუთრებით დაიტვირთნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის სხვა წევრებმა თავი დაზოგეს, მესიმ, პედრიმ და დე იონგმა ყველაზე მეტი ითამაშეს. მე ვალდებული ვარ, ფეხბურთელები დავიცვა. მათთან ამაზე ვისაუბრე. პედრის ევროპის ჩემპიონატი ელის, ლეოს კი – კოპა ამერიკა. დე იონგი “ეიბართან” ითამაშებს.
პრესეზონი
მე გავაკეთე ის, რაც მწვრთნელს უნდა გაეკეთებინა. პრესეზონი დაგეგმილია და კლუბს ტრანსფერების შესახებ ჩემი მოსაზრებებიც გავაცანი, ეს ჩემი ვალდებულებაა, უკანასკნელ დღემდე ასე იქნება.
სამომავლო გეგმა
მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, ერთ სეზონში ვერ მიიღწევა. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო, უნდა ვეძებოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მეტ ძალას მოგვცემენ. “ატლეტიკო” ჩამოყალიბებული კლუბია, ჩვენ კი ჯერ – არა. რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ, რათა დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა შევძლოთ.
მესი
იმედი მაქვს, რომ იგი აქ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება, როგორც პიროვნებასა და პროფესიონალს, მე მას 10-დან 10 ქულით შევაფასებდი. თუ მან წასვლა გადაწყვიტა, “ბარსამ” ეფექტურობა დანარჩენ ფეხბურთელებში უნდა ეძებოს. ლეომ ლა ლიგაში 30 გოლი გაიტანა, მასთან ერთად ამ გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.
ვეტერანები
ფეხბურთელები სულელები არ არიან, თითოეულმა მათგანმა იცის თუ რისი მიცემა შეუძლია კლუბისთვის, ასაკი დაუნდობელია. პატივისცემას ყველა ფეხბურთელი იმსახურებს.
სიტუაცია გუნდში
ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდი დგას. ახლა, გუნდში იდეალური ატმოსფერო არ არის, რამდენიმე ფეხბურთელისთვის შედეგები განსაკუთრებით მტკინვეული იყო, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მომავალზე საუბარი აუცილებელია.
ნანობთ “ბარსაში” მოსვლას?
არა. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსას” მწვრთნელობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვიცოდი თუ რამხელა წნეხს ნიშნავს აქ ყოფნა, თუმცა მე ამისთვის მზად ვარ. ამ ქვეყანაში მწვრთნელების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკულები არიან და პატივისცემასაც ნაკლებად იჩენენ, მაგრამ მე გაგრძელება მაინც მსურს.
“ეიბართან” მატჩისთვის, კუმანმა განაცხადში 21 ფეხბურთელი შეიყვანა. მატჩი სტარტს ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე, აიღებს.
მეორე სეზონს იმსახურებს და დატოვს კიდევაც ლაპორტა ჩემიაზრით
კლოპის ლივერპულსაც პირველივე სეზონში არ დაუწყია ფრენა, მაგრამ წინსვლა აშკარად ჩანდა და აცადეს. მერე ლიგაც დადო და ქვეყნის ჩემპიონატიც. კუმანის შემთხვევაში ის არაა მთავარი, რომ ტიტულები ვერ დადო. აქ ისაა მთავარი, რომ გაუმჯობესება და ხარისხი არ ჩანს. შეიძლება აგებდე, მაგრამ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდე. თამაშებს ინერციით ვუყურებთ, თორემ ხალისი დავკარგეთ, იმიტომ, რომ უსახურ, გაუაზრებელ თამაშს ვუყურებთ. სოფლის გუნდები გვიგებენ და ამის თავი და ბოლო კლოპია. თუ ვიღაცა ბოლომდე არ იხარჯება, ან თავს ვერ ართმევს თავის საქმეს ესეც პირველ რიგში მწვრთნელის ბრალია, იმიტომ, რომ ან მოტივაციას ვერ აძლევ ან არ ათამაშებ თავის პოზიციაზე, დროულ და საჭირო შეცვლას ვერ აკეთებ და ასე შემდეგ.
მოკლედ რაც გააკეთა კუმანმა ეს არის მისი მაქსიმუმი, მეტი არ შეუძლია და ეს არის გრანადა ოსასუნას დონე. კუმანი ნებით არ წავა, ამიტომ უნდა გაუშვან 100%.
მაგარი გადაწყვეტილება მიიღე მესის რო არ ათამაშებ საღოლ **ო
ეს რა მაგარი <<ცენზურის დარღვევა>> ყოფილა
მერე სუარესმა რით ვერ დაინსახურა შენი პატივისცემა? იქნება ეხლა მაინც წამოგცდეს, რო არა მისი გაგდება ჩემპიონობის საუკეთესო შანსი გვქონდა.
ჯეკას გაშვება ძალიან ცუდი ფორმით მოხდა, ზედმეტად უპატივცემლოდ მოიქცნენ
ხელფასის შემცირება და სათადარიგო სკამზე გადაწევა თუკი მისღები იყო, რა კუჭი ჰქონდათ აშლილი?!?!?!?!?!
და 9-იანი მაისური ბრაითვაიტს ჩააცვეს
კიდევ რომ ამბობს ბარსელონაში დარჩენა და ამ კლუბში მუშაობის გაგრძელება მსურსო ეგრე არ არის შენ რა გსურს და რა არა ჩემპიონთა ლიგა არა ლა ლიგა არა და ესპანეთის თასის მოგებისთვის თუ ეკუთვნის დარჩენა არვიცი,მადლობა ბატონო მაგ ტიტულისთვის მაგრამ არამგონია საკმარისი მიზეზი იყოს მწვრთნელის პოსტზე დასატოვებლად.
მსგავსი არაადაკვატური პიროვნება მეტი არ მოიძებნება რა.
სასწრაფოდ გაა*ვი აქედან სანამ ვალენსიაზე უარესი კლუბი გავმხდარვართ.
თავად არ გწამდა გუნდის გამარჯვების და გასაკვირიც არაა ცარიელზე რომ დარჩი.
შენნაირი ჩა*მული პიროვნება არ იმსახურებს ამხელა გრანდის მწვრთნელობას. და თუკი კლუბი ოდნავ მაინც გიყვარს შენით უნდა მიდიოდე აქედან.
ფეხბურთელები სულელები არ არიან, თითოეულმა მათგანმა იცის თუ რისი მიცემა შეუძლია კლუბისთვის, ასაკი დაუნდობელია. პატივისცემას ყველა ფეხბურთელი იმსახურებს.
მერე სუარესმა რით ვერ დაინსახურა შენი პატივისცემა? იქნება ეხლა მაინც წამოგცდეს, რო არა მისი გაგდება ჩემპიონობის საუკეთესო შანსი გვქონდა.
ნეტუ
მინგესა-არაუხო-პიკე
დესტი-დე იონგი-ბუსკეტსი-მორიბა-ალბა
გრიზმანი-დემბელე
ბუსკეტსი-პიანიჩი
მორიბა-მატეუს ფერნანდესი
დემბელე-ტრინკაო
გრიზმანი-ბრაითვაიტი
დესტი-ლა დე ფუენტე
სადღაც შორს გულში მეცოდება
ბარსაში დარჩენა რომ გინდა შესაბამისი დონის უნდა იყო. გვარდიოლას მერე ტოპ მწვრთნელი არ გვყოლია, ლუის ენრიკე ახლა უკეთესია რაც გამოცდილება დააგროვა, თორე ბარსაში ბევრი შეცდომა დაუშვა უაზრო ექსპერიმენტებით. 2017 ში რეალს ფაქტობრივად აჩუქა ლა ლიგა. ყვერთომეუმ რომ პაკოებით და გომეშებით გაუვსო გუნდი ეგ ცალკე თემაა და მანდ ბართოს გარდა არავინაა დამნაშავე.
კაი კუმან კაი.შანსი არაა შენი დარჩენის.