workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი: მესის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება

არტურო ვიდალი: მესის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება

მილანის “ინტერის” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის, შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის არგენტინელთან შედარებაც შეიძლება.

მესის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება, ამაზე საუბარიც კი უცნაურია. ცხადია, რომ იგი ამ პლანეტიდან არ არის.

მე ვიცი თუ როგორი პიროვნებაა ლეო და რას ნიშნავს მის წინააღმდეგ თამაში, მასთან ერთად ორი სეზონის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ორი კოპა ამერიკა, რომელიც არგენტინის ნაკრებთან თამაშში მოვიპოვეთ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენი მეტოქე ლიონელ მესი იყო.

– თქვა მან TNT Sports-თან საუბარში.

ამავე ინტერვიუში, ვიდალმა განაცხადა, რომ ლუის სუარესი და რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელები არიან, რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესს კი მათ დონემდე მისვლა შეუძლიათ.

ვიდალმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულში დატოვა. “კამპ ნოუზე” გატარებულ ორი წელიწადში მან ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 21 მაი 2021, 21:21
    #6

    მესის მსგავსი კაი ხანი არ გამოჩნდება

  • nikusha
    schedule 21 მაი 2021, 20:56
    #5

    ციტატა: El pistolero 9
    ისე თქვენი აზრით მაინც რომელი სუა თუ ლევანდოვსკი.ჩემთვის სუარესი უფრო მაგარი 9იანია


    სუა

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 15:44
    #4

    წელს კი იტალიის ჩემპიონიც გახდა.

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 15:28
    #3

    ისე თქვენი აზრით მაინც რომელი სუა თუ ლევანდოვსკი.ჩემთვის სუარესი უფრო მაგარი 9იანია

  • Konrad de la Fuente
    schedule 21 მაი 2021, 14:18
    #2

    მესისნაირად ფეხბურთი არასოდეს არავინ უთამაშია, რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია იმას ვგულისხმობ. მარადონა ლიდერობის მხრივ და როგორც ფიგურა უფრო დიდი იყო, მარა ლეო ფეხბურთს უფრო კარგად თამაშობს ვიდრე დიეგო.

  • azulgerana
    schedule 21 მაი 2021, 14:03
    #1

    ამის გაშვებისთვის მარტო უნდა ხეხოს ციხე ბართომეუმ.