workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მანჩესტერ სიტიდან კიდევ ერთი ლა მასიელის დაბრუნებაზე მუშაობს | MD

ბარსელონა მანჩესტერ სიტიდან კიდევ ერთი ლა მასიელის დაბრუნებაზე მუშაობს | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერიკ გარსიას გარდა, “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელის, ადრიან ბერნაბეს დაბრუნებას აპირებს, რომელმაც კატალონიელთა აკადემია 2018 წელს დატოვა.

19 წლის მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება – შესაბამისად, მას შეუძლია “ბარსა ბ-ს” უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს და შანსი პირველ გუნდშიც მიიღოს.

ასევე, აღნიშნული წყაროს ცნობით, მიმზიდველი წინადადების მიღების შემთხვევაში, არ გამოირიცხება ახალგაზრდა უკანახაზელის განათხოვრების საკითხიც.

საინტერესოა, რომ ბერნაბეს, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია, ასპარეზობა ნახევარდაცვაშიც შეუძლია. იგი “ლა მასიაში” 2014/18 წლებში ირიცხებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 17:14
    #5

    19 წლის მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება
    ხოდა მომავალ წელს მოვიყვანოთ.

  • El pistolero 9
    schedule 20 მაი 2021, 23:29
    #4

    ძალიან კარგი. მეტი ყურადღება ლა მასიას

  • Albicelecte
    schedule 20 მაი 2021, 20:57
    #3

    ციტატა: me da barca
    მოკლედ ლა მასიელები წაუსხია სიტის.


    ჩიკიმ იზრუნა მაგ ამბავზე, იქ ზრდის ნიჭიერ ბავშვებს და თუ რამე, აქ აბრუნებს
    გარსიაც ეგრე წაიყვანეს და ესეც

  • me da barca
    schedule 20 მაი 2021, 20:16
    #2

    მოკლედ ლა მასიელები წაუსხია სიტის.

  • Albicelecte
    schedule 20 მაი 2021, 19:26
    #1

    მერე? გვარდიოლა ტყუილად არ წაიყვანდა, მაგ პოზიციაზე კანსელო და ზინჩენკო ყავს, კიდევ მენდი…
    ალბას ვინმემ სკამი უნდა გაახეხინოს და ისეთის დაბრუნებაა საჭირო, ვინც სათამაშო სტილთან ახლოა და ბევრი ახსნა არ დასჭირდება
    მე მივესალმები ახლაგარზდა ლა მასიელის დაბრუნებას