2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, რისი მიზეზიც მუხლზე ჩასატარებელი ოპერაციაა.
ამ ინფორმაციას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ეხმაურება.
სამწუხარო მოსასმენი იყო, როდესაც ტერ შტეგენმა თავის ტრავმაზე გვითხრა. ეს სამწუხაროა როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის იმის გამო, რომ ის ბოლო წლებში “ბარსელონაში” ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ძალიან ცუდია, რომ ის ამ ტურნირს ტოვებს.
ეს ხუმრობს? როდის აქეთ გახდა შტეგენი მაგის საყვარელი ფეხბურთელი?
ამის სამწვრთნელო შტაბიდან წამოაყრანტალა ვიღაცამ, მეკარე რო 8 ბურთს გაუშვებს იმას ნოიერს როგორ შევადარებთო.
რა ვიცი, წლებია სათადარიგო სკამს გიხეხავს და გიპრიალებს! ასე ნამეტანი გულნატკენი და დამწუხრებული თუ დარჩებოდი ნამდვილად არ მეგონა..

ლიოვ, არ გინდა ეს ტრუხა ბაზარი.