სეიდუ კეიტამ სურვილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ კარიერის გაგრძელება სწორედ კატალონიურ კლუბში უნდა.
”მე ”ბარსელონაში” დარჩენა მსურს” – განაცხადა მალიში მყოფმა სეიდუ კეიტამ. ამგვარად აფრიკელმა უარი თქვა განეხილა ”მილანის”, ”ინტერის”, ”ბავარიას”, ”იუვენტუსის”, ”ვალენსიას” და ”ატლეტიკოს” წინადადებები. სეიდუს ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და გვარდიოლას მხარდაჭერა აქვს. ის მზადაა ”ბარსასთან” კონტრაქტის გასაგრძელებლად.
ამასთანავე კეიტა მზადაა გააგრძელოს თამაში ”ბარსაში” და განაახლოს ასპარეზობა მალის ნაკრებში. 2010 წლის მარტში მან სანაკრებო პაუზა აიღო, რათა კონცენტრირება კლუბზე მოეხდინა, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მალის ნაკრების მწვრთნელმა, ალენ ჟირესმა კეიტას გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის გუნდს 2012 წლის აფრიკის თასზე ვერგასვლის საფრთხე დაემუქრა. ახლა კი მოსალოდნელია, რომ 10 აგვისტოს კეიტა ტუნისთან ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და ამგვარად განაახლებს ნაკრებში გამოსვლას.

