ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 მაისს მოხდა.

თამაშები

18 მაისს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს.

1919 წელი

ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “არენას დე გეჩოსთან” ანგარიშით 2-5 დამარცხდა. კატალონიელთა კარში 3 გოლი ფელიქს სესუმაგამ გაიტანა, რომელიც მოგვიანებით “ბარსელონამ” შეიძინა.

1949 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი უგო სოტილი. 1973-1977 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 70 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. სოტილმა კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1994 წელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონა” “მილანთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა.

1996 წელი

“ბარსელონამ” იოჰან კრუიფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

2019 წელი

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა მის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ლიონთან” 1-4 წააგო. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ოშოალამ გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 18 მაი 2021, 14:05

    თამაშები
    18 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს.
    1919 წელი
    ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "არენას დე გეჩოსთან" ანგარიშით 2-5 დამარცხდა. კატალონიელთა კარში 3 გოლი ფელიქს სესუმაგამ გაიტანა, რომელიც მოგვიანებით "ბარსელონამ" შეიძინა.
    1994 წელი
    ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "მილანთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა.
    1996 წელი
    "ბარსელონამ" იოჰან კრუიფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
    მოკლედ უთარსესი დღე ყოფილა 18 მაისი. იმედია აღარასდროს გვათამაშებენ ამ დღეს.

  • El pistolero 9
    schedule 18 მაი 2021, 12:14

    რა საშინელი დღე ყოფილა