ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “ჩვენ ძალიან უსამართლონი ვართ მესის მიმართ”

მარადონა: “ჩვენ ძალიან უსამართლონი ვართ მესის მიმართ”

  რამდენიმე დღის წინ არგენტინის ეროვნული ნარების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ გაზეთ “ოლესთან” სატელეფონო ინტრვიუში ისაუბრა ლიონელ ანდრეს მესის შესახებ და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მარადონამ აღნიშნული ინტერვუ მისთვის მეტად რთულ პერიოდში ჩაწერა. მოგეხსენებათ დიეგოს დედა საავადმყოფოში მოათავსეს და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ინტერვიუს დროს ფეხბურთის ლეგენდამ რამდნჯერმე ვერ მოახერხა თავის შეკავება და იტირა.

 

– გამარჯობა დიეგო!

– გამარჯობა. მე გთხოვეთ, რომ დაგერეკათ ჩემთვის ამ მძიმე წუთებში. მე მინდა, რომ დავიცვა მესი, რადგან ის ყოველთვის თამაშობს… რადგან მას უყვარს არგენტინა… როდესაც კლინიკაში დედაჩემის სანახავად მივედი, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი იდიოტი საუბრობდა რადიოში და აკრიტიკებდა ლეოს. მე რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ლეოს და ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. მარადონასთვის რთული იყო ეთამაშა რუსოსთან, გიუსტისთან და გალეგოსთან. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ მესი. ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, განსაკუთრებული ბიჭი… არ შეიძლება ასე – მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ის ყველა დროის საუკეთესო იყო; ახლა კი არგნტინამ ვერ მოიგო ორი თამაში და ყველაფერს მესის ვაბრალებთ. ძალიან უსამართლოები ვართ. სწორედ ამიტომ ვითხოვე რამდენიმე წუთი ინტერვიუსთვის და ვიმეორებ, რომ ახლა მეტად მძიმე მდგომარეობაში ვარ… გერმანიასთან მარცხი ძალიან მტკივნეული იყო (4:0), თუმცა ამას ვერაფერი შეედრება… მინდა გთხოვოთ, რომ გჯეროდეთ მესის.

 

– ფეხბურთი ასეთ დროს არაფერს ნიშნავს (ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა დიეგოს დედის მდგომარეობას), ამიტომ აღტაცებას იმსახურებს თქვენი საქციელი – ასეთ დროს მესის მხარდაჭერა.

– იცით,ყოველთვის, როდესაც თამაში მქონდა, დედაჩემი სანთელს ანთებდა და ყველა წმინდანს ავედრებდა ჩემს თავს. მე შეიძლება მქონდეს პრობლემა ყველასთან, მაგრამ, როდესაც დრო მოდის, როცა არგენტინელებს უნდა ვუთხრა სიმართლე, მე ამას ვაკეთებ.

 

– როდესაც ესაუბრეთ ლიონელს,როგორ მდგომარეობაში იყო ის?

– მე ვთხოვე მას, რომ დამშვიდებულიყო. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მე ძალიან ცუდი მატჩები ჩავატარე. ეს კატასტროფა იყო. ჟურნალისტების 80% მაკრიტიკებდა. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველას სურდა ჩემგან ინტერვიუს მიღება. ასე რომ მესმის, თუ რატომ ხდება ასე…

 

– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ლიონელმა?

– დამშვიდდეს. და ამას გარდა ის პირდაპირ უნდა მივიდეს თავის მწვრთნელთან და უთხრას: “მისმინე! დააყენე ისეთი ვინმე, ვინც მხარს ამიბამს, ვინც პასს მომცემს, ასე შევუქმნით მოწინააღმდეგეს პრობლემას!”

 

– როგორ ფიქრობთ, მოიქცევა მესი ასე? თქვენ მას იცნობთ. ის ძალიან მშვიდი პიროვნებაა.

–  არა, იმიტომ, რომ მას უყვარს თავისი ნაკრების მაისური… როდესაც გერმანიასთან მარცხის (4:0) შემდეგ გასახდელში შევედი, ყველაზე მეტად სწორედ მესი ტიროდა. მინდა, რომ ყველა არგენტინელს ვუთხრა ეს. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ის ხალხი, ვინც ტელევიზიის საშუალებით გამოდის და მომაბეზრებლად საუბრობს ფეხბურთზე, მათ არაფერი იციან… ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუედავად უნდა ავღნიშნო, რომ თუკი ვინმემ ფეხბურთი იცის, ეს სწორედ ფეხბურთელები არიან.

 

– როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გაუწიოს პარტნიორობა მესის მოედანზე? თქვენ ხომ იცით, რომ ასეთი ფეხბურთელის პოვნა რთულია.

– მე არ ვაპირებ ბატისტას გუნდის აწყობას. და მე საერთოდ არ მივესალმები მას. მას სულელური ზრახვები აქვს პასტორესადმი. და ვთვლი, რომ სწორედ პასტორე იქნებოდა კარგი მეწყვილე ლეოსთვის.

 

– მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მესი არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. როგორ ფიქრობთ, ეს ტაქტიკის ბრალია?

– ასეთი რამ ყვლაზე ხშირად ჩვენს გუნდს ემართება. საქმე იმაში კი არაა, რომ გუნდი ათამაშებს მას ცუდად, არამედ მას არ აძლევენ ოფციებს. მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ არგენტინამ “ბარსელონას” მსგავსად უნდა ითამაშოს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ჩავი, პიკე, ინიესტა… შემდეგ გუნდის განლაგება უნდა გააკეთო ისე, რომ, როდესაც ლეო მიიღებს ბურთს, მას წინააღმდეგობა გაუწიოს ორმა ადამიანმა და არა სამმა.

 

– “ბარსელონას” შევეხეთ. როგორც ჩანს ბატისტას სურს “ბარსელონას” მსგავსად ათამაშოს გუნდი, მაგრამ ამის გაკეთება ფაქტიურად წარმოუდგენელია.

– დიახ, წარმოუდგენელია. “ბარსელონას” გაუღიმა ბედმა და ყველანი ამ ბრწყინვალე მომენტში ერთად შეკრიბა. მეკარიდან დაწყებული მათ ყვლაფერი გააუმჯობესეს. გახსოვთ ვალდესის თამაში ორი წლის წინ? მას თავად გაჰქონდა გოლები საკუთარ კარში. ახლა კი ის ყველა ბურთს იგერიებს. თუ ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ არგენტინის სტილში, მაშინ ვითამაშებთ არგენტინის სტილში. “ბარსელონაზე” პეპ გვარდიოლამ იზრუნოს. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში