კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი WhoScored-ის მიერ შედგენილ ლა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი შემტევის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სხვა ფეხბურთელს ვერ ვხვდებით.
სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
სერხიო ასენხო (“ვილიარეალი”); კირან ტრიპიერი (“ატლეტიკო”), ნაჩო (“რეალი”), ვიქტორ ლაგუარდია (“ალავესი”), მიგელ გუტიერესი (“რეალი”); ადნან იანუზაი (“სოსიედადი”), კარლოს სოლერი (“ვალენსია”), დანი პარეხო (“ვილიარეალი”), გონსალუ გედეში (“ვალენსია”); კარლოს ბაკა (“ვილიარეალი”), ლეო მესი (“ბარსელონა”).
რა დრო დადგა, ეგეც გვიხარია.
მე ნოდარ სიმსივეს წაყვანილი თამაშები მევასება ერთი სიამოვნებაა მისი მოსმენა ემოციურად რომ მიყავს ეს მისწორდება. გოლსაც საკაიფოდ აღნიშნავს
აჭარასპორტის კომენტატორებს ცოტა დაცურებული აქვთ. არ ვიცი ვის ბაძავენ, მაგრამ გოლის დროს საშინელებაა მათი მოსმენა.
სეტანტაზეც ისინი არიან მგონი.