workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ჭირს ლა ლიგას? – “ბარსელონას” თამაშის დრო 3-ჯერ შეიცვალა

რა ჭირს ლა ლიგას? – “ბარსელონას” თამაშის დრო 3-ჯერ შეიცვალა

ბოლო საათებში ლა ლიგის ბოლო ტურის თამაშების დროები რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც “ეიბარისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების დროის ცვლილებად გამოიწვია.

თავდაპირველად მთელი ტური 23 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე იყო ჩანიშნული. ვინაიდან გუშინდელმა შეხვედრებმა სატურნირო ცხრილში ბევრი რამ გაარკვია, უმოტივაციო წყვილები გამოიკვეთა და თამაშების დროებიც შეიცვალა.

გუშინ, 23 საათსა და 27 წუთზე ლა ლიგამ გვამცნო, რომ პრიმერას 38-ე ტურის მატჩები 3 დღეზე განაწილდებოდა, “ეიბარი” და “ბარსელონა” კი შაბათს, 22 მაისს, 18 საათსა და 15 წუთზე ითამაშებდნენ.

გუშინვე, 00 საათსა და 52 წუთზე განრიგი შეიცვალა და “ბარსას” თამაში 23 მაისს 20:00 საათზე დაბრუნდა.

დაახლოებით ნახევარი საათის წინ სიტუაცია ისევ შეიცვალა. შეხვედრების უმრავლესობა კვირიდან შაბათს გადმოიტანეს. “ბარსელონა” ისევ 20:00 საათზე თამაშობს, მაგრამ არა 23, არამედ 22 მაისს.

ლა ლიგა ქვეყნის საჩემპიონო ბრძოლის რითმს აყვა – ყველაფერი სწრაფად იცვლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • C.PC5
    schedule 17 მაი 2021, 16:36
    #4

    ბაციკაძე ამას იძახის მთელი სეხონია საოცრებები ხდება ლა ლიგაშიო და არაა ეს ამბავი გასაკვირი ახლა😂

  • nika 54
    schedule 17 მაი 2021, 14:32
    #3

    რა ჭირს და პერესი და ტებასი, სხვა ჩვენ გვჭირს.

  • BEQA BARCA
    schedule 17 მაი 2021, 14:27
    #2

    ესეზონი რომლის განმავლობაში არცერთი ტურის შემდეგ არ იყო პირველ ადგილზე.☹😡

  • El pistolero 9
    schedule 17 მაი 2021, 12:47
    #1

    ზოგადად ძალიან ცუდი კონტენტი აქვს ლა ლიგას.პრემიერ ლიგა მაგითაც კი ჯობია ესპანეთის ჩემპიონატს. ჯერ ეს ჩაშავებული ტაბლო, გუნდების ლოგოები შავი თეთრზე მიმოხილვასაც რო უყურებ ეპლ-ის რაღაც დუხზე მოდიხარ, ლა ლიგის მიმოხილვაში აჩვენებენ ბარსა, ატლეტიკო რეალი სევილიას თამაშებს თავში და მერე უნდა უყურო ეიბარი კადისის მომენტებს. სტატისტიკოსები ხო საერთოდ ბომბა ყავთ, რეებს წერენ ხანდახან ტაბლოზე. მოკლედ პრემიერლიგა ულაპარაკოდ ყველაზე მაგარი ჩემპიონატია