ლა ლიგის 37-ე ტურის შეხვედრას “ბარსელონა” კვირას, “სელტას” წინააღმდეგ გამართავს.
“ლევანტესთან” მიღებული ყვითელი ბარათის გამო რონალდ კუმანს ფრენკი დე იონგის გამოყენება არ შეეძლება. მისი თანამემამულე დისკვალიფიცირებულია.
Sport-ის ვერსიით, ნიდერლანდელის შემცვლელის პირველ ვარიანტად ილაიშ მორიბა განიხილება, სხვა შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნახევარდაცვის ხაზში მირალემ პიანიჩი ან რიკი პუჩი მოგვევლინონ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილ 3 ნახევარმცველს შორის რონალდ კუმანი ყველაზე მეტად ილაიშ მორიბას ენდობა, დე იონგის მთავარ ალტერნატივად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ.
37-ე ტურში 10-ვე მატჩი ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება, შესაბამისად, თუ “ატლეტიკომ” “ოსასუნასთან” იმარჯვა, “ბარსა” საჩემპიონო მარათონს უკვე ოფიციალურად ჩამოშორდება. ლა ლიგის ამ უქმეების მატჩები კვირას, 20:30-ზე დაიწყება.




ოღონდ პუჩს არ მისცეს სათამაშო დრო და ყველაფერზეა წამსვლელი.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილ 3 ნახევარმცველს შორის რონალდ კუმანი ყველაზე მეტად ილაიშ მორიბას ენდობა, დე იონგის მთავარ ალტერნატივად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ.
ნეტაი თქვენ, რო კუმანი კიდევ დალაგებული სტრატეგი გგონიათ, რაც მაგან მიქარვები აკეთა ახლაც ვისაც არ ველით ნამდვილად იმას დააყენებს.
პუჩი პიანიჩი მორიბა ეს ტრიო ათამაშოს
პუჩი ათამაშე შე ტუგადუნო პუჩი კრეატივი რო აკლია გუნდს ცენტრში მორიბას არაფერს ვერჩი მარა ამდენი დაცვითი სტილის ნახევარ მცველით თამაში ვალვერდეს დროსაც გვყოფნიდა პედრი გადაწვა გადაბუგა მასტმა და საერთოდ გამქრალია პუჩი ამოალპო სლამზე
ეგრეა ატლეტიკოსთან ამის მაგივრად პუჩი რო გამოეყვანა ეხლა შეიძლებოდა სხვაგან ვყოფილიყავით
+1.
მორიბას მოვალეობა რა არის საერთოდ ფეხბურთში მე ჯერ ვერ მივხვდი..
კუმანმა შედეგებით ყველაზე კარგი მონაკვეთი ახალი წლების მერე ჩაატარა იანვარ თებერვალი. შემთხვევითია ვითომ რომ პუჩი მაგ პერიოდში ყველაზე მეტს თამაშობდა?