წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 მაისს მოხდა.
თამაშები
15 მაისს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1922 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში “რეალ უნიონი” 5-1 დაამარცხა და ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო.
1994 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში “დეპორტივოსა” და “ვალენსიას” შორის გამართული შეხვედრის 89-ე წუთზე ლა კორუნიელთა ფეხბურთელმა, მიროსლავ ჯუკიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თამაში 0-0 დასრულდა, პარალელურ მატჩში “ბარსამ” “სევილია” 5-2 გაანადგურა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონი გახდა.
1997 წელი
თასების მფლობელთა თასის ფინალში “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენი” 1-0 დაამარცხა და ტურნირი მეოთხედ მოიგო. ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა. ეს სარეკორდო მე-14 ევროპული ფინალი იყო და 10 ევროპული თასით “ბარსა” “რეალ მადრიდს” გაუთანაბრდა.
2005 წელი
“ლევანტესთან” 1-1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ “ბარსელონამ” 21-ე საუკუნეში ესპანეთის ჩემპიონატი პირველად მოიგო.
2016 წელი
“გრანადას” 3-0 დამარცხებით “ბარსელონამ” ბოლო 8 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.
2016 წელი
"გრანადას" 3-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ბოლო 8 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.
რა დრო იყო, ენრიკეს და ვალვერდეს რო ვაგინებდით ლიგა სად არისო.
5 წლის წინ ჩემპიონები, წელს Possible მესამე ადგილი.. თან გრანადასთან სახლში წაგება ცოტახნის წინ..
თასების თასზე გამახსენდა კონფერენს ლიგაც დაახლოებით ამავე დონის ტურნირი იქნება და ნეტა მოხვდეს ძირითად ეტაპზე რომელიმე ქართული კლუბი.დინამო ბათუმის იმედი მაქვს ყველაზე მეტად