წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 მაისს მოხდა.
თამაშები
11 მაისს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1975 წელი
“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 0-0 დასრულდა.
1984 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა. 2001-2018 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 679 თამაში ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში ინიესტამ 9 ესპანეთის ჩემპიონატი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 6 ესპანეთის თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1985 წელი
ესპანეთის ლიგის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” “კამპ ნოუზე” 2-2 ითამაშეს. მასპინძელთაგან გოლები მარკოს ალონსომ და კლოსმა გაიტანეს.
1986 წელი
ესპანეთის ლიგის თასის მე-2 ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” “კამპ ნოუზე” 2-2 ითამაშეს. მასპინძელთაგან გოლები არჩიბალდმა და კლოსმა გაიტანეს.
1989 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი ჯოვანი დოს სანტოსი. 2006-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 41 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
2003 წელი
ევროლიგის ფინალში “ბენეტონის” 76-65 დამარცხებით “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო
2011 წელი
“ლევანტესთან” 1-1 თამაშის წყალობით “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
2013 წელი
მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდმა” “ესპანიოლი” ვერ დაამარცხა, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
2025 წელი
“რეალ მადრიდთან” გამართული საშინაო მატჩის მე-14 წუთზე “ბარსელონა” 0-2 აგებდა, მაგრამ კატალონიელებმა პირველი ტაიმი 4-2 მოიგეს, შეხვედრა კი 4-3.
ინიესტა 🎩🎩🎩🎩
ინიესტა 🎩🎩🎩🎩
2011 წელი
"ლევანტესთან" 1-1 თამაშის წყალობით "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
ისტორია მეორდება? მაგრამ ეხლა ფრე რო აღარ გვაწყობს?
დონ ანდრესიტოოო❤️❤️❤️❤️ მისი უელეგანტურესობა🙌🙌🙌 გილოცავ ლეგენდავ!!!!