“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ადრიანო კორეიამ, რომელიც ამჟამად ბელგიურ “ეუპენში” გამოდის, მიმდინარე სეზონის ლა ლიგის სიტუაციაზე ისაუბრა.
ლა ლიგა იწვის. მსგავსი სიტუაცია დიდი ხანია არ მინახავს. “ატლეტიკოს” უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს 2014 წლის ლიგას მაგონებს, თასს ხელი ბოლო დღეს გავუშვით. ეს რთული წელი იყო.
– ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Esports RAC1.
შენ კი არა მეც არ მინახავს, წინა საუკუნიდან ვგულშემატკივრობ ბარსას ლა ლიგაში.
2014 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, ბარსას შეეძლო მოეგო და თასი სახლში წაეღო, დღეს უნდა მოიგოს, მერე ატლეტიკომ უნდა წააგოს, რეალმა უნდა გატეხოს, მერე 9 მთა უნდა გადავლახოთ, მერე 3 თავიანი დრაკონი უნდა მოვკლათ, მერე ის, მერე ეს..
მოკლედ აღარ გამოვა. თუ რამის ტრ*კი გვქონდა ატლეტიკოსთან უნდა გვეჩვენებინა, მაგრამ ჩა*ჯვეს ისევე როგორც მთელი წელია იჯ*ამენ.
გუნდის შემადგენლობა სრულიად უნდა გადახალისდეს და კუმანიც უნდა წავიდეს, სხვაგვარად კიდევ ერთი წელი მოგვიწევს ტანჯვა და სირცხვილის ჭამა.
გგონიათ აგუეროს და დეპაის მოყვანა უშველის რამეს? ჯერ დაცვას მიხედე ფეოლა დაცვას! მანდ გარსიას მოყვანა გვიშველის? სისულელეა!
ბალდეს დაწინაურება გვიშველის? ვინმეს ჯერა რომ ეგ ალბას ამოაგდებს?
ბუსკეცის შემცვლელს ვეძებთ როცა დე იონგი გვყავს, მაგრამ თუ მაინც ვეძებთ, სად ალი? ალ ალი.
ფატის დაბრუნებას ველით? ტიპმა 4 ოპერაცია გაიკეთა, არავინ იცის კარიერა უკვე უნდა დაასრულოს თუ არა.
დემბელეს დატოვება გინდა ლაპორტა? ბართომეუს ნუ დაემსგავსები შენი ჭირიმე ხელაიფი მის ზარებს რომ არ პასუხობდა, სანამ მყიდველი ყავს გაყიდე.
მესი ისევ კაპიტნად? მაგას სამკლაური არავის რომ არ ეკეთოს ის ჯობია ყველა კმაყოფილი დარჩება.
ერთი სიტყვით koeman out!!!