მიუხედავად სერია A-ში გამარჯვებისა, მილანის “ინტერი” ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, იძულებული გახდეს, გაყიდოს გუნდის მთავარი მოთამაშე – იუწყება იტალიური გამოცემა Corriere della Sera.
მოთამაშეები, რომლებმაც სხვა კლუბების დიდი ინტერესი გამოიწვიეს, არიან ლაუტარო მარტინესი და ალესანდრო ბასტონი. გაყიდვის შემთხვევაში გუნდს ორივე მათგანი დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
ამავდროულად “ბარსელონა” ამ ზაფხულში თავდამსხმელის მიყვანას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, მოსალოდნელია, რომ ჟოან ლაპორტა მოახერხებს სპონსორის მოზიდვას, რაც კლუბს დიდი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემს.
ლაუტარო მარტინესი განიხილება, როგორც ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივა, სავარაუდოდ, არგენტინელი დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავზე ბევრად ნაკლები დაჯდება.
ამ სეზონში მარტინესმა 45 შეხვედრაში იასპარეზა, 18 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.




რივალდო კლიუვერტი და გიგის დროიდან მახსოვს ბარსა და იქიდან ვბალიშიკობ ჰოლანდია კაი ფეხბურთელია მაგრამ ბარსას არასდროს მორგების ტან მაღალი ცენტფორვარდი ვერც კლიუვერტმა ივარგა ვერც ზლატანმა ივარგა ტიერი ანრი კი იყო ჩემი ფავორიტი დავდამსხმელი და საუკეთესო მარა გარემოებად იყო
ეტოო იყო და ვილა მოერგო ძაან მაგრად მე არ მახსოვს ბარსას ფორვარდი ამათ გარდა რომელიც იდეალურად მოუხდა გუნდს
ამან რომ გაიტანა იმდენი ბებერმა იბრამაც კი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები ითამაშა.
ბარსაში არ მოეთრას და სადაც უნდა იქ წავიდეს
ძაან ძერსკი ტიპია ლაუტარო , მებრძოლი , ფინიშინგიც მშვენიერი , მესისთან შეთამაშებულიცაა , სუასაც გავს სტილით და შეიძლება უკეთესი შემცვლელიც კი იყოს ვიდრე ჰოლანდი , მიუხედავად იმისა რო ძაან მევასება ერლინგი , მაინც არ ვიცი როგორ მოერგება ბარსას სტილს
ბასტონი დაითრიონ🥰
რავიცი, სად ეს და სად ჰოლანდი, რანაირად არის ეს ჰოლანდის ალტერნატივა ვერ ვხვდები.