რონალდ კუმანისთვის შემტევის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატურას მემფის დეპაი წარმოადგენს. თანამემამულესთან ერთად მუშაობა ნიდერლანდელ სპეციალისტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგაც სურდა, თუმცა ფინანსური პრობლემებისა და დროებითი ხელმძღვანელობის გამო ეს საკითხი მოუგვარებელი დარჩა.
იმ შემთხვევაში, თუ მემფისის გადმობირებას კატალონიელები ვერ შეძლებენ, გეგმა B პსვ-ს შემტევი, დონიელ მალენი იქნება. ამის შესახებ კუმანმა ტექნიკურ მდივანთან უკვე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. მალენის ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემა, შესაძლოა, ფეხბურთელის ფასი (30 მილიონი ევრო) და მისი აგენტის, მინო რაიოლას მიერ მოთხოვნილი ხელფასი გახდეს.
მალენს ამ სეზონში 43 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის აქტივში 25 გოლთან ერთად 9 ასისტიცაა.
დეპაი და აგუერო!
მალენს ისევ ბრაითვაიტი მირჩევნია!!! გრიზმო რჩება ანუ?!
"მემფის დეპაის შემცვლელად დონიელ მალენი სახელდება"
რაის შემცვლელად, ჯერ არ მოსულა და როგორ ცვლიან. დაწერეთ მის მაგიერ სხვა მოგვყავსო და არა შემცვლელი, ცვლიან თავისი გუნდის ფეხბურთელს და არა სხვა გუნდისას.
რა მალენი ბოადუზე სმენიათ ამათ რამე? ძაან მაგარი ბიჭია
ანუ ბრეითვეიტი მოგვყავს კიდე?! აბა დიდი განსხვავვება არააა მაგ ორს შორის .
აბა აბა…
ისეთი რამე წავიკიტხე, რომ…
რაიოლა და უფროსი ნეიმარი მოაშორეთ თავიანთი კლიენტებიანად