ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარა: ”მე არ შევცლილვარ”

ტიაგო ალკანტარა: ”მე არ შევცლილვარ”

”ბარსელონას” ნახევარმცველი გუშინ დროებით ბავშვობაში დაბრუნდა. ”NIKE”-ის ახალი მოედნის პრეზენტაციისას ის თამაშობდა, საუბრობდა და ხუმრობდა ბავშვებთან. ტიაგო უკვე კარგა ხანია ბავშვი აღარ არის, თუმცა ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. მომავალ სეზონში კი მას ამის დამტკიცება მოუწევს.

 – თქვენს მიზანს მიაღწიეთ?

 – ნათელია, რომ ყველა ფეხბურთელის ოცნება, რომელიც ”ბარსაში” მოხვდა პირველ გუნდში თამაშია. უნდა ვისწავლოთ მათ მსგავსად თამაში. ამას მე დიდი შრომით ვაღწევ.

 – თავს პრივილიგირებულად გრძნობთ?

 – დიახ, უსიტყვოდ, ”ბარსაში” თამაში პრივილეგიაა.

 – თქვენი სახელი პრესაში უკვე წლებია ისმის, მაგრამ თავად იშვიათად საუბრობთ ჟურნალისტებთან. ასე გეგმავდით?

 – რაც უფრო ნაკლები ინტერვიუა, მით უკეთესი.

 – თქვენ თავმდაბალი ხართ?

 – ვფიქრობ, რომ კი. ეს არის ის, რაც ბავშვობაში მასწავლეს.

 – ანუ ტიაგო მოედანზე და ტიაგო ცხოვრებაში სხვადასხვა პიროვნებაა?

 – დიახ. მოედანზე შემიძლია თამამი ვიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. მე უბრალოდ ვტკბები სამუშაოთი.

 – რა ისწავლეთ ”ბარსაში”?

 – იმის გარდა, რომ აქ ფეხბურთის თამაში მასწავლეს მე გავიგე თავმდაბლობის ფასი. მასწავლეს თუ რა არის ფეხბურთი – ეს არის გუნდური თამაში, სადაც უნდა იზრუნო თანაგუნდელებზე.

 – როგორი მოლოდინი გაქვთ ახალი სეზონის წინ?

 – იმედი მაქვს, რომ სათამაშო დრო მომეცემა და მოვიგებთ ტიტულებს.

 – თუკი თქვენ არ გექნებათ სათამაშო დრო?

 – ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ჩემს თავში მხოლო ის აზრი ტრიალებს, რომ ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ვითამაშო იმათთან ერთად, ვისთანაც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი.

 – რას ფიქრობ ტიაგო-სესკის დებატებზე?

 – მე რა თქმა უნდა ტიაგოსკენ ვარ (იცინის). ჩემი სურვილი თამაშია, მაგრამ სესკი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუკი ის ”ბარსაში” გადმოვა გრანდიოზული ტრანსფერი იქნება.

 – ანუ თქვენ ერთმანეთის შემცვლელები არ ხართ?

 – ვფიქრობ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია მეორეს შეცვლა. ასევე საუბრობენ ჩემზე და ჩავიზე. მე არ მსურს ჩავის ან რომელიმე სხვის შეცვლა, მე გუნდში თამაში მსურს.

 – თქვენთან ერთად გუნდი უკეთესი გახდება?

 – გუნდი ისედაც კარგია და მისი გაუმჯობესება ძალიან რთულია.

 – ბავშვობიდან თქვენს გვერდით პროფესიონალი ფეხბურთელი იყო…

 – დიახ, ეს მამაჩემია. ძალიან კარგი მოგონება მაქვს ბავშვობასთან.

 – ის გეხმარებოდათ?

 – დიახ, რა თქმა უნდა. მსოფლიოს ფეხბურთის სამყარო ძალიან რთულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე და ახლა საკუთარი პროფესიით ვტკბები.

 – რას ნიშნავს თქვენთვის მამა?

 – ის ყველაფერია ჩემთვის. მე ვარ იმის შედეგი, რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს.

 – გეგმავთ როდესმე კლუბის დატოვებას?

 – ვფიქრობ, რომ არა. თქვენ პრესაში გავრცელებულ ჭორებზე მეუბნებით? ადრე ევროპის ჩმეპიონატზე ვიყავი კონცენტრირებული, ხოლო ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ კონტრაქტი გავახანგრძლივე და ჭორებს წერტილი დავუსვი.

 – სეზონის ბოლოს თქვენ პირველ და მეორე გუნდს შორის იყავით. რთული იყო?

 – რა თქმა უნდა. თავდაპირველად შენ თამაშობ გუნდში, სადაც თამაშზე ყოველთვის ოცნებობდი, შემდეგ კი კვლავ ”ბარსა ბ”-ში გაბრუნებენ. სწორედ ამ გადაადგილებებმა ზემოთ და ქვემოთ მომცეს დამატებითი მოტივაცია.

 – არის თუ არა სხვაობა პირველ და მეორე გუნდში გატანილ გოლებს შორის?

 – პირველ გუნდში ნაკლები გოლი გაგაქვს, მაგრამ თავად გოლს ერთნაირი სიხარულით ხვდები.

 – ისეთ ფეხბურთელებთან თამაშისას, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან საკუთარი გატანილი გოლით უნდა დატკბე…

 – დიახ, მათთან ერთად თამაშისას სულიერ სიმშვიდეს გრძნობ, რადგან იცი, რომ სადაც არ უნდა მოტრიალდე არის ორი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის დაგაზღვევს და ეს ყველაფერს აიოლებს.

 – ”რეალი” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს…

 – ”რეალს” ყოველთვის კარგი გუნდი ეყოლება, იმ შემთხვევაშიც, თუ არავის იყიდიან. გასულ სეზონში მათ ვერაფერი მოიგეს, რადგან ”ბარსა” იდეალურად თამაშობდა.

 – თქვენი ძმა, რაფა კარგია?

 – იმედი მაქვს, რომ კი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ის კარგად თამაშობს თავით და უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე მე.

 – რას გაიღებდით, რომ მასთან ერთად ”ბარსაში” ითამაშოთ?

 – არაფერს. მე ვიცი, რომ ერთად ვითამაშებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში