ტიაგო ალკანტარას, ანდრეუ ფონტასისა და პედრო როდრიგესის ხელშეკრულებების გახანგრძლივება და კიკო ფემენიას “ბარას ბ”–ს რიგებში ჩარიცხვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტექნიკური პერსონალი დასვენებას მუშაობას არჩევს…
ზაფხული მოდის და იწყება ბრძოლა ფეხბურთლების ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის, ან ახალი კონტრაქტების გაფორმებისთვის. მსოფლიოს მრავალი გრანდი ერთმანეთს ამა თუ იმ ფეხბურთელისთვის ებრძვიან, თუმცა მხოლოდ გრანდები და ტოპ–კლუბები არ საჭიროებენ გაძლიერებას – გაძლიერება რეზერვებსაც სჭირდებათ.
ტიაგო ალკანტარა (20 წ.) და ანდრეუ ფონტასი (22 წ.) ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მთელ 2011/12 წლების სეზონს პეპ გვარდიოლას გუნდში გაატარებენ. ტიაგომ გუნდთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა ახლა 90 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ანდრეუ ფონტასს პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად 2013 წლამდე გაუხანგრძლივდა.
დაწინაურებული ფეხბურთელების გარდა, ანდონი სუბისარეტამ და მისმა თანაშემწეებმა ხელშეკრულება პედრო როდრიგესსაც გაუხანგრძლივეს. “ბარსას” 17 ნომრიანი მაისურის მფლობელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 90–150 მილიონი ევრო გახლავთ.
სერხიო ლობატოსთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს. მომავალი სეზონიდან “ბარსა ბ”–ს ღირსების დაცვას ალიკანტელი კიკო ფემენია შეეცდება, რომელიც აქამდე მოედანზე “ერკულესის” ფორმით გამოდიოდა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეუსებიოს გუნდში მომავალი სეზონიდან ახალგაზრდული გუნდის რვა ფეხბურთელი იასპარეზებს.
კატალონიის “ბასრელონას” ვიცე–პრეზიდენტმა სპორტულ საკითხებში, ხოსეპ მარია ბართოლომეუმ განაცხადა, რომ გუნდს არსად არ ეჩქარება, რადგანაც დრო მას 31 აგვისტომდე აქვს…



