workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟან-კლერ ტოდიბო ლიგა 1-ის კვირის გუნდში მოხვდა

ჟან-კლერ ტოდიბო ლიგა 1-ის კვირის გუნდში მოხვდა

კატალონიის “ბარსელონას” მფლობელობაში მყოფი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “ნიცაში” ასპარეზობს, მშვენიერ სეზონს ატარებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიგა 1-ის კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა (გულშემატკივრების ვერსია), რასაც თავად სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ტოდიბომ “ბენფიკაში” გატარებული უნაყოფო პერიოდის შემდეგ, “ნიცაში” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გაიმყარა და საკუთარ გუნდს სეზონის პირველი გოლით “მონპელიესთან” გამარჯვებაში დაეხმარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward