
ლონდონის არსენალის ფრანგმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა კვლავ სცადა ფაბრეგასის დარწმუნება კლუბში დარჩენის თაობაზე თუმცა ფეხბურთელს ზუსტად 1 საათით ადრე დაფიქსირებული ჰქონდა თავისი აზრი ბარსელონაში გადაბარგებაზე..
არსენალის მეოთხე ნომერმა ‘News of the World’– თან ინტერვიუში დასძინა, რომ ვენგერმა კვლავ სცადა მისი გადარწმუნება და კლუბებს შორის მოლაპარაკების გაუქმებისაკენ მოუწოდა.
კატალონიურმა მხარემ საბოლოოდ გააცხადა თანხა, რომლითაც ისინი ესპანელის გადაბირებას აპირებენ-35 მილიონი ევრო. თუმცა ლონდონური მხარე ორმაგს– 70 მილიონს ითხოვს..
ჟურნალ–გაზეთებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, არსენალი ყველაფერს გააკეთებს ესპანელის შესანარჩუნებლად, ვენგერი კი მომავალ კვირას აპირებს საბოლოოდ გაილაშქროს ‘ანტიკატალონიურად’ და სესკს აზრი შეაცვლევინოს.. ეს კი აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა მოხერხდეს..
წყარო : AS.COM