ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 აპრილს მოხდა.

თამაშები

29 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1919 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” სტუმრად 3-0 გაანადგურა. სამივე გოლი პაულინო ალკანტარამ გაიტანა, რომელიც თასზე “ბარსას” 50-ე გოლის ავტორი გახდა.

1939 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფონჩო. 1960-1967 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 146 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად ფონჩომ ესპანეთის თასი და ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1951 წელი

1950 წელს შეძენილ ლადისლაო კუბალას “ბარსელონასთან” ერთად ოფიციალურ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს. ესპანეთის თასზე “ბარსამ” “სევილია” 2-1 დაამარცხა.

1998 წელი

ესპანეთის თასის ფინალის 1-1 დასრულების შემდეგ “ბარსელონამ” “მალიორკას” თერთმეტმეტრიანების სერიაში 5-4 სძლია და ტიტულს 24-ედ დაეუფლა.

2012 წელი

მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, “ბლაუგრანამ” პირველი თამაში ჩაატარა და “რაიო ვალიეკანო” სტუმრად 7-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), პედრომ (2), კეიტამ, ტიაგომ და სანჩესმა გაიტანეს. კეიტას გოლი ლა ლიგის იმ გათამაშებაში “ბარსელონასთვის” მე-100 იყო. ეს იყო კლუბის ისტორიაში მე-3 სეზონი, როდესაც “ბარსამ” ლა ლიგაში 100 ან მეტი გოლი გაიტანა.

2016 წელი

გარდაიცვალა მანელ ვიჩი, ადამიანი, რომელიც “კამპ ნოუზე” გამომცხადებელი 6 დეკადის განმავლობაში იყო.

2017 წელი

ბარსელონურ დერბიში “ბარსამ” “ესპანიოლი” სტუმრად 3-0 დაამარცხა. გოლები სუარესმა (2) და რაკიტიჩმა გაიტანეს.

2018 წელი

“დეპორტივოსთან” 4-2 მოგებით “ბარსელონა” ლა ლიგის თასს ბოლო 10 წელიწადში მეშვიდედ დაეუფლა. ამ მატჩში მესიმ ლა ლიგაში თავისი 30-ე ჰეთ თრიქი შეასრულა.

2023 წელი

“ბეტისთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” პირველ გუნდში ლამინ იამალის დებიუტი შედგა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    29 აპრ 2021, 17:45

    2012 წელი
    მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, "ბლაუგრანამ" პირველი თამაში ჩაატარა და "რაიო ვალეკანო" სტუმრად 7-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), პედრომ (2), კეიტამ, ტიაგომ და სანჩესმა გაიტანეს. კეიტას გოლი ლა ლიგის იმ გათამაშებაში "ბარსელონასთვის" მე-100 იყო. ეს იყო კლუბის ისტორიაში მე-3 სეზონი, როდესაც "ბარსამ" ლა ლიგაში 100 ან მეტი გოლი გაიტანა.
    ეტყობა ძალიან გამწარდნენ პეპი რო მიდიოდა და მთელი ბოღმა და ჯავრი მადრიდელებზე იყარა.

  • El pistolero 9
    29 აპრ 2021, 11:51

    როგორც ვიცი რონალდუ მესის ჰეტ ტრიკებით უსწრებს და ეგ სხვაობა უნდა აღმოფხვრას ლეომ