workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
500 მილიონი ბარსელონას – გეგმა მესის შენარჩუნება და ნეიმარის დაბრუნებაა

500 მილიონი ბარსელონას – გეგმა მესის შენარჩუნება და ნეიმარის დაბრუნებაა

ჟოან ლაპორტა ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება. “ბარსელონას” პრეზიდენტი ქმნის წინაპირობას, რომელიც კლუბს ნეიმარის შეძენის, მესის შენარჩუნებისა და ვალების ნაწილობრივ გასტუმრების საშუალებას მისცემს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ლაპორტა ახლოსაა სასპონსორო შეთანხმებასთან, რომლის სანაცვლოდაც “ბარსა” 500 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხით კლუბი მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ნეიმარის გუნდში დაბრუნებას შეეცდება. Sport-ის ცნობით “ბარსელონას” სურს ბრაზილიელი მიმდინარე ზაფხულშივე დაიბრუნოს.

ასევე იგეგმება ყველა ფეხბურთელისთვის ხელფასის შემცირება და ზოგიერთის გაყიდვა, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 29 აპრ 2021, 09:57

    ის უსარგებლოები გაყიდოს . ოო რაღაც მაგარი მოხდება

    ბუთხუზა,
    სრულიად გეთანხმები. სუარესის გუნდიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო და კუმანიც გასაშვებია

  • me da barca
    schedule 28 აპრ 2021, 22:14

    ციტატა: Visca el barca
    მდაა… ანუ მესის კონტრაქტზე წავა ამ ფულის უდიდესი ნაწილი? ბოდიში და რით ვერ გაძღა მართლა და მართლა, მილიარდერია უკვე ტიპი


    სადმე წერია ამ თანხის უდიდესი ნაწილი მესის ხელფასზე წავაო? ფულის ხამი რომ იყოს შეიხი დიდი ხანია ეპატიჟება.
    მესის რასაც უხდიან, ორ იმდენს კლუბი შოულობს მესის დახმარებით.

  • BEKA CULE
    schedule 28 აპრ 2021, 20:38

    და ჰალანდი?

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 18:29

    ციტატა: Visca el barca
    მდაა… ანუ მესის კონტრაქტზე წავა ამ ფულის უდიდესი ნაწილი? ბოდიში და რით ვერ გაძღა მართლა და მართლა, მილიარდერია უკვე ტიპი


    არავინ არ იცის მილიონერია თუ მილიარდელი ეს კაცი. ბარსას რო არ ჭირდებოდეს გაუშვებდა. აგერ პსჟ იხვეწება იმდენს გადავუხდი სხვა ვერავინ რო ვერ გადაუხდისო, არ წავა? შენ არ წახვიდოდი? ისე ფულით გამძღარი კაცი მე ჯერ არც მინახავს და არც გამიგია, ერთი ჩვენ გვყავს ქვეყანაში ეგეთი, მესის მეათასედს რო არ ქმნის მაგრამ მის შემოსავლებს ვერ დაითვლის ვერავინ და გაგიკვირდება ვერც ძღება.

  • ბუთხუზა
    schedule 28 აპრ 2021, 17:05

    მესიმ ხელფასის ამბავში ცოტა რომ მოითავმდაბლოს არა მგონია დაზარალდეს ამით, კლუბს კი ძაან გაუადვილებს სატრანსფერო საქმიანობას და მისთვისაც სასარგებლო იქნება, კარგ პარტნიორს დაუყენებენ გვერდში. ამასობაში ანსუც ჩადგება ფორმაში და აგუერო თუ ნამდვილად მოჰყავთ ბარსაში, წინ ვეღარავინ დაგვიდება, თუნდაც დაცვის გარეშე ვეთამაშებით ნებისმიერს!
    ჩემი აზრით,კუმანიც გასაშვებია, მაგას რომ სუარესი არ გაეგდო, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით დარწმუნებული ვარ, რა აწყობილი მანქანა დაშალა მაგ ჩემანალამ ბლიად, იმის თავი ჰქონოდა მაინც, რომ მაგიერი დაექოქა, ისევ ლეომ იწვალა და ააწყო ხელახლა შეტევის ხაზი, ვიღაცა კიდევ კუმანის დამსახურებად მიიჩნევს ბარსას წარმატებულ თამაშებს, კაცის შეცვლას ვერ აბამს თავს თამაშის მიხედვით და წაგებულ თამაშებზე კიდევ, მსაჯებზე გადააქვს სტრელკები ტიპს, საკუთარ თავზე არაფრის დიდებით არ უნდა ცუდი შედეგის აღება. მოკლედ არ არის კუმანი მაღალი დონის მწვრთნელი, ისეთი, ბარსას რომ ჭირდება. შეიძლება ფეხბურთს კარგად თამაშობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მწვრთნელიც კარგი იქნება. ჩვენ აქ და ახლავე გვჭირდება უმაღლესი დონის მწვრთნელი და არა მაშინ, როცა კუმანი საამისო დონეს მიაღწევს! მოკლედ, ამ სეზონში, ისევ ლეო თუ დაიქოქება და გაქაჩავს გუნდს ჩემპიონობაზე, კუმანის იმედი მე არა მაქვს, ნეტა ხელს არ შეუშლიდეს და ჯანდაბას. ასე ვფიქრობ მე და არა მგონია რამეს ვაფუჭებდე ამით. 🙂

  • Barca for life
    schedule 28 აპრ 2021, 15:54

    ამ კაცმა ასე მარტივად თუ გაჩითა ნახევარი მილიადი ძეგლი უნდა დავუდგათ, მაგრამ მაქედან 150 მილიონის ნეიმარში და დანარჩენის უმეტესობის მესის ხელფასში გაქნევა ნაღდად არ იქნება სწორი.
    სჯობს ნეი ფეხბურთელების გაცვლით დავიბრუნოთ და იმ თანხით ვინმე ნორმალური ცენტრი დავიმატოთ.
    ჰოლანდს არ განვიხილავ რადგან ამ კრიზისის დროს ფულზე დახამებული ნაბიჭვრები გუნდში ისედაც გვყოფნის, თანაც დორტმუნდიდან მოსული ტიპი არაა სანდო ამხელა ფასად.
    ფატის ვერ ვენდობით ჯერჯერობით, გრიზმანი უნდა წავიდეს, შესაბამისად ახალი სისხლი გვჭირდება.

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 15:12

    მესი არ დარჩება თუ მინიმუმ ერთი ნამდვილი პარტნიორი არ მოუყვანეს. ნეიმარი თუ მბაპე გინდაც ჰოლანდი, მაგრამ გასაგებია რო მბაპეს რეალი უნდა. ჰოლანდს მესიზე მეტი, ანუ ხელფასი მესის რო შეუმცირეს ჰოლანდს ის, ლეოს შემცირებამდე რო ქონდა ის უნდა, თან რაიოლას 20, მამამისს 20 და პსჟ-ს 180, ეხლა ვინც ლეოს დატოვება არ გინდათ როგორ ფიქრობთ რომელი უფრო ძვირი დაჯდება და რომელი უფრო პროდუქტიულია. უყურებთ ჰოლანდის თამაშს? მეორე სტოლბია რონალდუს ტიპის, გაუგორებენ გაიტანს, მაგრამ ლეო რა გაგორებულებს ვერ იტანს? თან ლეო სხვასაც უგორებს და ათამაშებს, ჰოლანდი კი მომენტს ელოდება, არ იქნება მომენტი არ იქნება გოლი.

  • Barca1980
    schedule 28 აპრ 2021, 13:49

    რეალურად , გუნდი პოსტმესისეული პერიოდისათვის არაფერს აკეთებს . გასაგებია ჰალანდი , თუმცა მე ვთვლი რომ არ გვჭირდება , და გუნდს რეალურად ჭირდება მესის შემცვლელი . მოვიყვანეთ ჰალანდი და გადავუფორმეთ რაიოლას ბარსას აქციები , ვინ უნდა მოამარაგოს ფიქრობს ვინმე ამაზე ? რეალურად შემქმნელი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში ამ წუთას მესის მეტი არ გვყავს დეიონგი მარტო ვერ გაქაჩავს . ამიტომ რაც არუნდა წინააღმდეგები იყოთ , ნეიმარი საჭიროა , უკანდაწეული რა პასებს აკეთებდა მბაპეს მოსამართით . ტექნიკური ფეხბურთელია საჭირო და არა ხის ბოძი ჰალანდი .

  • Visca el barca
    schedule 28 აპრ 2021, 12:49

    მდაა… ანუ მესის კონტრაქტზე წავა ამ ფულის უდიდესი ნაწილი? ბოდიში და რით ვერ გაძღა მართლა და მართლა, მილიარდერია უკვე ტიპი

  • Diana
    schedule 28 აპრ 2021, 12:25

    Pirat❤️💙,
    მბამპეს ვერც ტრანსფერს გავწვდებით და ვერც ხელფასს რეალურად , თან თვითონაც რეალი სურს , ისედაც რეალი მბამპეს არავის დაუთმობს მგონი

  • Pirat❤️💙
    schedule 28 აპრ 2021, 11:42

    მბაპე უნდა დავითრიოთ ჰალანდსაც ჯობს და ნეიმარსაც

  • Anssumane
    schedule 28 აპრ 2021, 11:41

    კვარაცხელია იყიდეთ ბიჯოოოოო

  • Berlinetta♥
    schedule 28 აპრ 2021, 11:18

    კაი რააა .. იმანაც კიდე გაახანგრძლივოს ეს კონტრაქტი

  • Diana
    schedule 28 აპრ 2021, 11:15

    ლაპორტ გვიშველე , მაგრამ არ გვინდა ნეიმარი , ნოსტალგიური დამოკიდებულება უნდა დავძლიოთ , მესიც და ნეიმარიც რამდენიმე სეზონში ამთავრებენ თამაშს , ბევრად წინ უნდა გავიხედოთ

  • Anano_Ch
    schedule 28 აპრ 2021, 11:12

    გიჟი გიჟი ❤️ მარა მართლა რა ნეიმარი, ნეიმარს როგორც ფეხბურთელს არ ვაკნინებ მარა რაღა დროის ამის ბარსაა, მითუმეტეს ესე რო მიდიხარ უკან დავრუნებუს ღირსი ნამდვილად არ ხარ.
    ნეის შემოეცლება ეხლა მბაპე დიდი ალბათობით ლიგა თუ ვერ მოიგეს, იქ დი მარია ბერდება და იყოს ეგრე მარტო თავის ყანა გუნდში და დაასამაროს თავისი საფეხბურთო კარიერა ტიტულების გარეშე))

  • M10 S9 D11
    schedule 28 აპრ 2021, 10:39

    ნეიმარში არ დახარჯო ფული ლაპორტ რაღა დროს ნეიმარია

  • GiorgiGabe99
    schedule 28 აპრ 2021, 10:22

    რა ნეიმარი ჰოლანდია მოსაყვანი ვის რაღათ უნდა 30 წლის ნეიმარი