ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა იუპ ჰაინკესმა “ბარსელონას” ლეგენდარულ ფეხბურთელზე, ჩავი ერნანდესზე ისაუბრა და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ჩავი – მარჯვნივ, ინიესტა – მარცხნივ, ბუსკეტსი – საყრდენ ზონაში. ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვაა.
ჩავი გუნდის სული და გული იყო. ის ბრწყინვალე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელსაც, რაც საჭიროა, ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დიდებულ ფეხბურთელად მივიჩნიოთ. მას მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ ავტორიტეტი ჰქონდა.
ფეხბურთში მნიშვნელოვანია პიროვნულობა, ავტორიტეტი, განსაკუთრებულობა, ფსიქიკა. ჩავის ეს ყველაფერი ჰქონდა. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ამასთანავე, ის ძალიან თვითრიტიკული, თავმდაბალი, ბუნებრივი მოთამაშე იყო. ჩავი ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამით თავს არასდროს იწონებდა. ეს ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ჩავი მხოლოდ თამაშს არ წარმართავდა. აგრეთვე, ის თამაშს აწყნარებდა და ამას სწრაფად აკეთებდა. ეს, რა თქმა უნდა, ტექნიკური თავლსაზრისით იდეალურია. ჩავი ასევე მესის მითითებებს აძლევდა, რაც მას სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
– ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Sport Bild.
ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” 1998-2015 წლებში იმყოფებოდა. იგი კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით მეორე ფეხბურთელია. მან “ბლაუგრანასთან” ერთად 32 ტიტული მოიგო. ჩავი ამჟამად კატარული “ალ სადის” მთავარი მწვრთნელია.
ამას, რომ ვკითხულობდი გუშინ სხვა საიტზე მეგონა, რომ ბაიერნის ფეხბურთელებზე იტყოდა, მაგრამ დააფასა კაცმა გენიოსები.
ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ნახევარ მცველია მაგრად მიყვარს ინიესტა მარა ხავი სხვა განზომილებაა