workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფაბრეგასი და ნასრი შეინარჩუნოს!

ვენგერი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფაბრეგასი და ნასრი შეინარჩუნოს!

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით,  კლუბის თითოეული წევრი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ორმა ლიდერმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა და სამირ ნასრიმ თავიანთი ამჟამინდელი კლუბი არ დატოვონ.

“ჩვენი პოზიცია ისეთივე გახლავთ, როგორიც აქამდე იყო, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაბრეგასი “არსენალიდან” არ წავიდეს. იგივე ეხება სამირ ნასრისაც. მათი კლუბში შენარჩუნება ჩვენთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება” – ციტირებს ფრანგი მწვრთნელის  სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი

ამის მიუხედავად სესკს მაინც სურს სამშობლოში დაბრუნდება. რაც შეეხება ნასრის, მისით დაინტერესებულნი არიან ისეთი ევროპული გრანდები, როგორებიც არიან: ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward