კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ როგორც მესი, ასევე მილიტო და მასკერანო 2 კვირანახევრიან შვებულებას მიიღებენ (იმ შემთხვევაში, თუკი არგენტინის ნაკრები ფინალში ან მე-3 ადგილისთვის მატჩში მიიღებს მონაწილეობას), რათა დაისვენონ როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად ახალი სეზონის დაწყების წინ. ”ბარსელოანსთან” ერთად ვარჯიშებს ისინი 10 ან 11 აგვისტოს განაახლებენ.
ასეთ შემთხვევაში ესპანეთის სუპერთასის მატჩებისთვის მესი გვარდიოლას განკარგულებაში იქნება. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გასამართი კლასიკოებიდან არცერთის გამოტოვება არ სურს.
იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს ლეოს არდადეგები შემცირდება და გვარდიოლას მესის და არგენტინელების გუნდში გამოძახება 25 ივლისს შეეძლება. თავად მწვრთნელი არ ითხოვს მათ სწრაფ დაბრუნებას. მას ურჩევნია ფეხბურთელებმა ”რეალთან” მატჩამდე კარგად დაისვენონ.