ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 25 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 25 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 აპრილს მოხდა.

თამაშები

25 აპრილს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1901 წელი

ვალტერ ვილდის გადადგომის შემდეგ “ბარსელონას” მე-2 პრეზიდენტი ბართომეუ ტერადასი გახდა. მოგვიანებით ის “ბარსელონას” პირველი შემომწირველი გახდა – 1400 პესეტათი მან კლუბი გაკოტრებისგან იხსნა.

1926 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” საკუთარ მოედანზე 3-0 დაამარცხა და 2 შეხვედრის ჯამში 8-1 იმარჯვა. გოლები პიერამ და სამიტიერმა (2) გაიტანეს.

1933 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჟოზეპ დურო. 1953/54 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 4 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1947 წელი

დაიბადა “ბარსელონასა” და მსოფლიოს ლეგენდარული მოთამაშე და მწვრთნელი იოჰან კრუიფი. 1973-1978 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში კრუიფმა 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1988-1996 წლებში იოჰან კრუიფი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. მან “ბარსას” 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა), 1 თასების მფლობელთა თასი და 1 უეფას სუპერ თასი მოაგებინა.

2004 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” 2-1 გამარჯვების წყალობით “ბარსელონამ” “ელ კლასიკოში” 8 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მადრიდში სტუმართაგან გოლები პატრიკ კლუივერტმა და ჩავიმ გაიტანეს.

2010 წელი

“ბარსელონამ” ხელბურთის გუნდმა ჩავიერ ო’კალაგენის 4 ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. კალაგენმა მთელი კარიერა კატალონიურ კლუბში გაატარა – 1986-დან 2005 წლამდე.

2014 წელი

45 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა.

2015 წელი

“ესპანიოლთან” გამართულ დერბიში ჩავი “ბარსელონას” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 500 თამაში ჩაატარა. ის შეხვედრა “ბარსამ” ნეიმარისა და მესის გოლებით 2-0 მოიგო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • gio575
    26 აპრ 2021, 00:58

    nika 54,
    შენ სახელს დააკვირდი ვინ იყო 😉

  • nika 54
    25 აპრ 2021, 13:28

    1901 წელი
    ვალტერ ვილდის გადადგომის შემდეგ "ბარსელონას" მე-2 პრეზიდენტი ბართომეუ ტერადასი გახდა. მოგვიანებით ის "ბარსელონას" პირველი შემომწირველი გახდა – 1400 პესეტათი მან კლუბი გაკოტრებისგან იხსნა.
    აზრზე ხართ, რას შვრება ეს ინფლაცია. 1400 პესეტა ალბათ დაახლოებით 200-300 დოლარი თუ იქნებოდა და ამან გუნდი იხსნა გაკოტრებისგან, დღეს უკვე ლამის მილიარდი გვჭირდება, რომ ამ ჭირიანი კოვიდის გამო გუნდი მართლაც არ გაკოტრდეს.