მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 აპრილს მოხდა.

თამაშები

24 აპრილს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1949 წელი

ესპანეთის თასზე “ბარსელონამ” “ჟირონა” 9-0 გაანადგურა. გოლები ნიკოლაუმ (3), სეგერმა (2), კანალმა (2), მარკოს აურელიომ და ბასორამ გაიტანეს.

1960 წელი

ესპანეთის თასზე “ბარსელონამ” “ფეროლი” ანგარიშით 7-1 გაანადგურა. გოლები ტეხადამ (2), კუბალამ (2), ლოაისამ, მარტინესმა და სუკომ გაიტანეს.

2000 წელი

ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებისა და ტრავმების გამო “ბარსელონამ” ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ მოთამაშეების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა, რის გამოც კატალონიური კლუბი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

2005 წელი

“მალაგასთან” სტუმრად 4-0 მოგებულ შეხვედრაში ოლეგერ პრესასმა კატალონიურ კარიერაში თავისი ერთადერთი გოლი გაიტანა.

2007 წელი

ეგვიპტური “ალ-აჰლის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში “ბარსელონას” პირველ გუნდში ბოიან კრკიჩის დებიუტი შედგა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2021, 10:51

    2000 წელი
    ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებისა და ტრავმების გამო "ბარსელონამ" ესპანეთის თასზე "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ მოთამაშეების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა, რის გამოც კატალონიური კლუბი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
    და ეს კანონიერია? დავიჯერო რეალსაც დასჯიდნენ ამის გამო?