workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით ემუქრება

UEFA ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით ემუქრება

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი “ბარსელონასა” და ჟოან ლაპორტას კი აქებს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბს სანქციები არ ემუქრება.

სუპერ ლიგის დამფუძნებელი 12 კლუბიდან რვამ ტურნირის დატოვების სურვილი მკაფიოდ დააფიქსირა. ეს გუნდებია ჩელსი, არსენალი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ატლეტიკო და მილანის ინტერი. “მილანმა” და “იუვენტუსმა” ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს, “ბარსელონა” და “რეალი” კი სუპერ ლიგის იდეის ერთგულები ბოლომდე რჩებიან.

სწორედ ამ ბოლო ოთხეულზე ისაუბრა ჩეფერინმა.

“რეალმა”, “ბარსელონამ”, “იუვენტუსმა” და “მილანმა” უნდა გადაწყვიტონ, ისინი სუპერ ლიგის კლუბები არიან, თუ ევროპული ფეხბურთის კლუბები. თუ სუპერ ლიგაში დარჩებიან, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ.

– განუცხადა ჩეფერინმა AP-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • რივალდო-მესი
    schedule 24 აპრ 2021, 14:25
    #8

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    სუპერლიგა ბევრად უფრო მაგარი საყურებელი და სანახაობრივი ტურნირი იქნება, რაღაც რაღაცეებს უბრალოთ დახვეწა ჭირდება. რატომ ხარᲤ წინააღმდეგი ერთი ჩამიყალიბებული არგუმენტი ვერ მოვისმინე, სისულელეა რომ ფეხბყრთი მოკვდება, ჩემი აზრით ახლა კვდება ფეხბურთი როცა ბარსელონა გაკოტრების პირასაა მისული, როცა იმ ლამაზ სტილს უღალატეს რამაც ამ კლუბს მილიონობით ფანი შემატა, მაშინაც კვდებოდა ფეხბურთი როცა მილანი კრიზიში ჩავარდა და დღესაც ამ კრიზის ებრძვის, სადარჯს უეფა? ამ პანდემიის ფონზე რომ მილიონები აკეთეს რატომ არ დაეხმარენ ამ კლუბებს? პატარა გუნდებს რაც შეეხება ყველაფერი მათ ხელშია, ბარსელონა გრანდად არ შექმნილა, გველაფერს შრომის ფასად მიაღწიეს და ეხლა ვიღაცა ჩეფრინის მილიონების გამო უნდა გაკოტრდეს ?


    ბარსელონა იმიტომ კვდება კიგარო რომ წლების მანძილზე გუნდის მართვაში და ბორდში იყო უუნარო ბოროტი ტიპები. ეს ზუსტად ბარსელონას კულეებმა და კატალონიელებმა დაუშვეს. ამიტომაა ტურისტების გუნდს რომ ეძახიან სამწუხაროდ. ბაიერნი რატომ არ კვდება? რატომ იგებს ლიგებს და რატომ არის მუდამ ფავორიტებში? რატომ აქვს ყველაზე ნაკლები ფინანსური პრობლემები? უბრალოდ თავის საქმის მცოდნე და გუნდის მოყვარული ხალხი მართავს. სულ ეგ არის. ასე რომ უეფას ნუ დააბრალებ ამათ იდიოტობებს.

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2021, 11:34
    #7

    ცოტა სამართლიანი რო იყოს ეგ პერესის თუ ბართომეუს მოგონილი ტურნირი კიდევ დაიჯერებდა კაცი რამეს, მაგრამ პერესის განცხადებას პირდაპირ ახლავს ფულის შოვნის გეგმა.
    თურმე ზოგიერთი გუნდის თამაშს ვერ უყურებს ეს კაცი, მერე ნუ უყურებ. ალბათ საქართველოს დონის გუნდებზე ლაპარაკობდა, თავის ჭკუით. მაგრამ ნუ დაავიწყდება ესპანეთს იქ მოვუგეთ, ეხლახანს კი ძლივს გადაგვირჩა აქ თბილისში ამიტომ ის რომ რეალს და სხვა გრანდებს უნდა განაღდებული უნდა ქონდეთ ამ ლიგაში ადგილი არასწორია. პსჟ, ტოტენჰემი რა გრანდები მყვანან, ერთხელ გააღწიეს ლიგის ფინალში. სად არის აიაქსი? ჩემპიონთა თასის 4 გზის გამარჯვებული. და ამ გუნდს ფორმაში მყოფს ტოტეჰემი შეედრება? ალბათ პერესს დაავიწყდა რა უქნა აიაქსმა ორი წლის წინ რეალს თუ პირიქით ახსოვს და ამიტომაც არ მოახვედრა თავის ელიტურ სიაში. მოკლედ აქ მილიონი სხვადასხვა მიზეზის მოძებნა შეიძლება გინდა ტურნირის პლიუსების და გინდაც მინუსების გამოსავლენად. ერთი კი ცხადია, ის რაც ლა ლიგის სატელევიზიო რეპორტაჟებს მარჯვენა დაბალ კუთხეში უწერია ესპანური "დაიმსახურე ეს" ანუ ლიგაში თუ გინდა თამაში მიაღწიე თამაშით და არა პერესთან ბლატებით. დასკვნა კი ასეთია: ბევრი ფული ვის არ უნდა, მაგრამ ამისთვის არსებული ტურნირი კი არ უნდა დაანგრიო, უნდა დახვეწო. თუ რეალს უნდა მილიარდები თბილისის დინამოს რატომ არ უნდა თუნდაც მილიონები, რომ მესის თუ ვერ იყიდიან კვარაცხელიები მაინც შეინარჩუნონ.

  • ika9101
    schedule 24 აპრ 2021, 08:53
    #6

    როგორი არასამართლიანი რამეა ეს სუპერ ლიგა და ამ საიტზე კომენტარებს რომ გადავლე თვალი გამიტყდა მაგრად. არ მესმის გულშემატკივრებში გამოკითხვას რატომ არ ატარებენ ის გუნდები ვისაც სუპერლიგაში უნდა, არ აინტერესებთ ჩვენი აზრი.

  • DE PE FA
    schedule 23 აპრ 2021, 23:55
    #5

    ვინაიდან ჩვენ 4 წელია ისედაც არ ვართ მაგ ტურნირში 100% ეს ქონდა მხედველობაში რო ამბობდა ბარსას გარდა ყველა დაისჯებაო.🙃დავი პერეს უხმე შამანებს მოხოდე სუპერ ლიგა იქნებ იქ ვქნათ რამე😁

  • Diana
    schedule 23 აპრ 2021, 23:51
    #4

    ეგ ისედაც ხომ ვიცოდით თუ სუპერ ლიგაში ხარ ჩემპიონთა ლიგიდან ირიცხები 😂😂😂 თქვა ახლა ახალი

    ლაპორტასი მჯერა მშრალად გამოვძვრებით

  • GUGU MSN
    schedule 23 აპრ 2021, 23:11
    #3

    ტრაკი დააყენე რა

  • ჯორჯ
    schedule 23 აპრ 2021, 22:45
    #2

    გადავიხადე 500 მილ და გამოვალთ

  • Clever liar
    schedule 23 აპრ 2021, 22:29
    #1

    თუ ვთამაშობთ ხო ვწიწკნით ყორიფელს, არ გამიხეტკა გულიი 😀