workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა დუმილს არღვევს და სუპერ ლიგას ისევ მხარს უჭერს

ლაპორტა დუმილს არღვევს და სუპერ ლიგას ისევ მხარს უჭერს

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა სუპერ ლიგის შექმნისა და ფაქტობრივად გაუქმების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

18 აპრილს ევროპის 12-მა კლუბმა სუპერ ლიგა დააარსა. 21 აპრილის მდგომაროებით 12 დამფუძნებლიდან ათს სუპერ ლიგაზე უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი. დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია “მილანიც”, “იუვენტუსი” კი პროექტის ჩავარდნას აღიარებს. სუპერ ლიგის იდეას ბოლომდე უერთგულეს “რეალმა” და “ბარსელონამ”, მაგრამ ცნობილია, რომ “ბლაუგრანას” საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის წევრებზე (გულშემატკივრებზე) იქნება დამოკიდებული.

ჩვენ წინდახედულ პოზიციას ვინარჩუნებთ. ეს პროექტი აუცილებელია, მაგრამ საბოლოო სიტყვა კლუბის წევრებზეა. დიდი კლუბები დიდ რესურსებს ხარჯავენ და თანხები სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული.

ეს მიმზიდველი ტურნირი იქნება, რომელიც სპორტულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ეროვნული ჩემპიონატების შენარჩუნების მომხრეები ვართ და UEFA-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ. ამ დიდებული შოუს შესაქმნელად მეტი რესურსი გვჭირდება. ვფიქრობ, ურთიერთგაგება იქნება.

რამდენიმე კლუბზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ პროექტი არსებობას განაგრძობს. ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ, ხელფასები მაღალია და ეს გარემოებები მხედველობაში უნდა მივიღოთ.

– ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Barca_MNS
    schedule 23 აპრ 2021, 16:46

    ციტატა: nika 54

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Barca_MNS
    ჩეფერინმა ბარსას გარდა ყველას სანქციებზე ვმუშაობთო და რა ქნა ბარსამ ეგეთი რო ასე რბილად გამოძვრა? : smile


    რა და ის მომენტი მოეწონა, რომ პირდაპირ უმოტივაციო ცივი უარი არ სტკიცა.
    ხომ თქვა ჩეფერინმა: = ბარსა ეშმაკურად მოიქცა რომ გამოაცხადა შტაბს დავეკითხებიო..ამიტომ ყველაზე ნაკლებად ვარ მათზე ნაწყენიო smile
    === ვინმემ ამიხსენით რა ვინ არიან "სისოები" (თუ არასწორედ ვწერ შემისწორეთ, პირველად გავიგე) და რა მისია აკისრიათ!


    "სოსიოები"(სოსიოს). გულშემატკივართა კლუბის წევრები არიან, რომლებიც იხდიან გადასახადს და უფლება აქვთ გუნდის გადაწყვეტილებებში მიიღონ მონაწილეობა, გახსოვთ არჩევნებისთვის რომ ხმებს აგროვებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, აი სწორედ სოსიოების ხმებს აგროვებდნენ, მერე გადამოწმებაც მიდიოდა ამ სიების, რომ ტყუილი გაბერილი სიები არ წარედგინა ვინმეს კანდიდატებიდან. მათ აქვთ აბონემენტის შეძენის უფლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის ფეხბურთელებიც არიან "სოსიოებში" გაწევრიანებული.


    მანდ ვერსიაც, მოვისმინე ბარსამ პუნქტი ჩადო ხელშეკრულებაში როცა მინდა გამოვალ ჯარიმის გარეშეო, ეჰ ბართომეუს ეშმაკონები არ ეშლებოდა სპორტი ეკიდა ფეხზე თორე.

  • nika 54
    schedule 23 აპრ 2021, 14:36

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Barca_MNS
    ჩეფერინმა ბარსას გარდა ყველას სანქციებზე ვმუშაობთო და რა ქნა ბარსამ ეგეთი რო ასე რბილად გამოძვრა? : smile


    რა და ის მომენტი მოეწონა, რომ პირდაპირ უმოტივაციო ცივი უარი არ სტკიცა.
    ხომ თქვა ჩეფერინმა: = ბარსა ეშმაკურად მოიქცა რომ გამოაცხადა შტაბს დავეკითხებიო..ამიტომ ყველაზე ნაკლებად ვარ მათზე ნაწყენიო smile
    === ვინმემ ამიხსენით რა ვინ არიან "სისოები" (თუ არასწორედ ვწერ შემისწორეთ, პირველად გავიგე) და რა მისია აკისრიათ!


    "სოსიოები"(სოსიოს). გულშემატკივართა კლუბის წევრები არიან, რომლებიც იხდიან გადასახადს და უფლება აქვთ გუნდის გადაწყვეტილებებში მიიღონ მონაწილეობა, გახსოვთ არჩევნებისთვის რომ ხმებს აგროვებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, აი სწორედ სოსიოების ხმებს აგროვებდნენ, მერე გადამოწმებაც მიდიოდა ამ სიების, რომ ტყუილი გაბერილი სიები არ წარედგინა ვინმეს კანდიდატებიდან. მათ აქვთ აბონემენტის შეძენის უფლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის ფეხბურთელებიც არიან "სოსიოებში" გაწევრიანებული.

  • M10 S9 D11
    schedule 22 აპრ 2021, 22:37

    ამის მერე იქნებ გაიკრან ჯიბეზე ხელი უეფაში მართლა სასაცილო თანხებს უხდიან კლუბებს

  • Giorga
    schedule 22 აპრ 2021, 22:05

    ფაქტი ჯიუტია ან უეფას მოუწევს ტურნირს მხარი დაუჭიროს და იქნება კაი პროექტი და არა ჩაკეტილი ან ბევრი ფულის ჩამას მოუკლოს და ბევრი გაცეს გრანდებზე ზუსტად მაგას ჩალიჩობს ის ბაბუ და ეს პეტერა ბაბუ 😉😁 აგერ ნახეთ რაღაც დიდია გეგმაში და მალე ფეხბურთი ამობრუნდება

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 აპრ 2021, 21:40

    ციტატა: Barca_MNS
    ჩეფერინმა ბარსას გარდა ყველას სანქციებზე ვმუშაობთო და რა ქნა ბარსამ ეგეთი რო ასე რბილად გამოძვრა? : smile


    რა და ის მომენტი მოეწონა, რომ პირდაპირ უმოტივაციო ცივი უარი არ სტკიცა.
    ხომ თქვა ჩეფერინმა: = ბარსა ეშმაკურად მოიქცა რომ გამოაცხადა შტაბს დავეკითხებიო..ამიტომ ყველაზე ნაკლებად ვარ მათზე ნაწყენიო smile
    === ვინმემ ამიხსენით რა ვინ არიან "სისოები" (თუ არასწორედ ვწერ შემისწორეთ, პირველად გავიგე) და რა მისია აკისრიათ!

  • Gaucho24
    schedule 22 აპრ 2021, 19:43

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: Gaucho24
    ვიღაცამ საკმარისად არ დამაფასა? შეიძლება. იურისტების გუნდთან ვმუშაობთ. ამას ყველა კლუბისთვის მოჰყვება შედეგები, გარდა "ბარსელონასი", – დასძინა უეფას პრეზიდენტმა… ყველაფერი ნათელია :))


    მგონი ახალგაზრდა ფლორენტინიო პერესი გაიჩითა ლაპორტას სახით😁
    ასეთი რა იმოზგავა რომ სხვა კლუბის პრეზიდენტებმა ვერ იმოზგეს.

    ციტატა: Gaucho24
    ყველა კლუბისთვის მოჰყვება შედეგები, გარდა "ბარსელონასი


    ეა იმას ნიშნავა რომ უახლოვეს მომავალში 1-2 ლიგას გამოვკრავთ ხელს😁


    ის იმოზგავა რომ ფანებსა და კლუბის წევრებზე დატოვა ბოლო სიტყვა , ასამბლეის გარეშე კლუბი ვერ გაწევრიანდებოდა ბოლომდე სუპერლიგაში და იქიდან გამოსვლის დროს ჯარიმის გადახდა არ მოუწევდა..

  • _OLD_
    schedule 22 აპრ 2021, 19:40

    არამგონია სუპერ ლიგის პროექტი განხორციელდეს ვაფშე სხვა თამაშს თამაშობენ ესენი მე ესე ვფიქრობ და რა თამაშია ეგ მიდი და არკვიე ეხა 😅

  • DE PE FA
    schedule 22 აპრ 2021, 19:06

    ციტატა: Gaucho24
    ვიღაცამ საკმარისად არ დამაფასა? შეიძლება. იურისტების გუნდთან ვმუშაობთ. ამას ყველა კლუბისთვის მოჰყვება შედეგები, გარდა "ბარსელონასი", – დასძინა უეფას პრეზიდენტმა… ყველაფერი ნათელია :))


    მგონი ახალგაზრდა ფლორენტინიო პერესი გაიჩითა ლაპორტას სახით😁
    ასეთი რა იმოზგავა რომ სხვა კლუბის პრეზიდენტებმა ვერ იმოზგეს.

    ციტატა: Gaucho24
    ყველა კლუბისთვის მოჰყვება შედეგები, გარდა "ბარსელონასი


    ეა იმას ნიშნავა რომ უახლოვეს მომავალში 1-2 ლიგას გამოვკრავთ ხელს😁

  • Gaucho24
    schedule 22 აპრ 2021, 18:48

    ვიღაცამ საკმარისად არ დამაფასა? შეიძლება. იურისტების გუნდთან ვმუშაობთ. ამას ყველა კლუბისთვის მოჰყვება შედეგები, გარდა "ბარსელონასი", – დასძინა უეფას პრეზიდენტმა… ყველაფერი ნათელია :))

  • Albicelecte
    schedule 22 აპრ 2021, 18:25

    ჯიბის კერძო კანტორას არავინ შეგაქმნევინებს და თუ უეფა გააუმჯობესებს პირობებს, ამაზე უნდა იყოს დიალოგი
    რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო "გასუპერლიგდეს" და ევროპალიგა უფრო მაღალი დონისა გახდეს
    მე ასე ვიზამდი: 48 გუნდიან ტურნირს დავიწყებდი, სადაც 12 ჯგუფიდან 24 მეორეადგილოსანი და 8 საუკეთესო მე-3 ადგილოსანი გავიდიოდა, შემდეგი ეტაპი 32 გუნდიანი, როგორი ფორმატიცაა, ეგეთი სტილის და ამის შემდეგ ფლეი-ოფი
    და 1/2 ფინალისტებს მცირე ფინალს ვათამაშებდი, მე-3 ადგილისათვის, შესაბამისი მედლებით
    რადგან 1/2 ფინალში გასული გუნდი უბრალოდ გამოვარდნილი კი არა ბრინჯაოს პრიზიორი გამოდის, თუ მცირე ფინალი მოიგო
    მსგავს ფორმატს მოვარგებდი ევროპა ლიგას, იმ მცირე კორექტივებით, რომ მათ ჩ/ლიგიდან გაოვარდნილი გუდები შეუერთდებიან (რა თქმა უნდა მე-3 ადგილოსნები და არა ბოლო ადგილას ჩარჩენილები)

  • me da barca
    schedule 22 აპრ 2021, 18:17

    ფული უნდა, რომ გააგდებინოს უეფას.
    თუ არ მოეგო გონს უეფა, ეს იდეა ცოცხლობს და ხვალ და ზეგ ისევ წამოყოფს თავს.

  • riva
    schedule 22 აპრ 2021, 18:13

    უეფასთან ვაჭრობაა მეგობრებო ეს ყველაფერი

  • davidus2020
    schedule 22 აპრ 2021, 18:01

    სუპერლიგაში ესეთ ფორმატში მომავალი არ აქვს. არავინ არ შეგაქმნევინებს დამოუკიდებლ სტრუქტურას ევროპაში. მე ვთვლი ფეხბურთი ამით წალიან წააგებს,თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა დღესასწაულია საშუალო დონის კლუბისთვის ,როდესაც გრანდე ხვდება! ძალიან დიდი სტიმული.
    ნება და ნხლ რომ მოყავთ მაგალითად,ისიც გაითვალისწინონ, რომ ამ ორგანიზაციებში ხელფასის ლიმიტი აქვს გუნდს! მერე ტრანსფერეფში თითქმის ფულს არ იხდიან,ან სპორტსმენების გაცვლა ხდება ან დრაფტზე უთმობენ რიგს, და კიდევ, დრაფტში ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენს ყველაზე მდიდარი ფორმებს ,არამედ ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა!
    ფეხბურთში ,გრანდები ,ოღონდ რომელიმე ქვეყანაში ვინმეს მოტყუება ისწავლონ,ეგრევე ყიდულობენ , ასტრონომიულ ფასად! იმიტო ეცემა ნელ ნელა საშუალო დონე!
    ხო არ ჯობდა ამ ცვლილებებით დაეწყოთ!?

  • Barca_MNS
    schedule 22 აპრ 2021, 17:37

    ჩეფერინმა ბარსას გარდა ყველას სანქციებზე ვმუშაობთო და რა ქნა ბარსამ ეგეთი რო ასე რბილად გამოძვრა? : smile

  • Anano_Ch
    schedule 22 აპრ 2021, 17:24

    იცის ამ კაცმა რო ფული საიდანღაც აუცილრბლად უნდ აიშოვოს და ეს ფული ციდან ხო არ ჩამოვარდება? ამიტომ სულ მცირა შანსიც თუ არსებობს ამ ფულის შოვნის იტოვენს მაგრამ არც უეფასთან იფუჭებს მდგომარეობას. მოკლედ ძალიან მაგრად მოქმედებს მე თუ მკითხავთ))

  • Pedro González López
    schedule 22 აპრ 2021, 16:58

    ეს ახლა არც შამფურს წვავს და არც მწვადს 😃 იცის რო კლუბის წევრები წინააღმდეგობაში იქნებიან და არც უეფასთან იფუჭებს სახელს არც სუპერ ლიგასთან 😃