workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-ს პრეზიდენტი: ლაპორტა ეშმაკურად მოიქცა, იმედი ყველაზე ნაკლებად “ბარსამ” გამიცრუა

UEFA-ს პრეზიდენტი: ლაპორტა ეშმაკურად მოიქცა, იმედი ყველაზე ნაკლებად “ბარსამ” გამიცრუა

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი აცხადებს, რომ მისი იმედგაცრუება ევროპის სუპერ ლიგის ყველა დამფუძნებელმა კლუბმა გამოიწვია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად “ბარსელონამ”.

18 აპრილს სუპერ ლიგის შექმნა დადასტურდა. 15 მუდმივი წევრიდან ცნობილი მხოლოდ 12 იყო: ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, მილანი, ინტერი, იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი და ლივერპული. უკვე 20 აპრილს გუნდებმა ტურნირის დატოვება დაიწყეს, რამაც სუპერ ლიგის ჩამოშლა გამოიწვია. ტურნირი უკვე დატოვა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა, “ატლეტიკომ” და “ინტერმა”. გადაჭრით არა, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება “მილანზეც”. ოფიციალური განცხადება გააკეთა “იუვენტუსმა”, რომელმაც პროექტის ჩავარდნა დაადასტურა. დარჩნენ მხოლოდ “ბარსელონა” და “რეალი” – მათგან ოფიციალურ დონეზე არაფერი ისმის.

იმის მიუხედავად, რომ “ბარსელონა” ამ დრომდე სუპერ ლიგის იდეის ერთგული რჩება, UEFA-ს პრეზიდენტი ყველაზე ნაკლებად სწორედ “ბლაუგრანაზეა” გაბრაზებული. 24ur.com-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს ჩეფერინიმ განაცხადა:

იმედგაცრუებული ყველას გამო ვარ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად “ბარსელონას” გამო. ლაპორტა პრეზიდენტად ცოტა ხნის წინ აირჩიეს. მასთან ორჯერ თუ სამჯერ ვისაუბრე. ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო კლუბის იმ ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელიც მისი ბრალი არაა. ის მართლაც დიდ ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ როგორც ჭკვიანმა ადამიანმა, მან ტურნირის დატოვების ეშმაკური სტრატეგია შეარჩია.

ჩეფერინი, სავარაუდოდ, იმ პუნქტს გულისხმობს, რომელიც “ბარსელონას”, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სუპერ ლიგის ჯარიმის გარეშე დატოვების უფლებას აძლევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 22 აპრ 2021, 20:11
    #15

    ჭკვიანია კაცი

  • me da barca
    schedule 22 აპრ 2021, 15:20
    #14

    ეშმაკური სტრატეგია კი არა ჭკვიანური სტრატეგია ქვია ამას.

  • Don_Andresito
    schedule 22 აპრ 2021, 14:59
    #13

    ციტატა: Joakim Brodén
    რამდენიმე წელიწადში რო კორუფციის გამო ჩაგსვამენ, მერე შენც შეიმუშავე ციხიდან გამოსვლის ეშმაკური სტრატეგიები


    ყატარში გასაქცევი აქვს. პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს და გაიქცევა. თავის ადგილზე კი ხელაიფს გაუწევს რეკომენდაციას

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Norman Bates
    ლაპორტა საუკუნის მენეჯერია


    laughing პერესმა არ გიწყინოთ


    ისე დონ ფლორო რო საუკუნის მენეჯერია მართლა ფაქტია. ჯერ კიდევ მოიქნევს კუდს, მბაპეს მოიყვანს, ახალ ბერნაბეუს დადებს და 1-2 ტოპ ტრანსფერსაც დაამატებს. მაგრამ ეს სერიოზული ხაია მოუვიდა. შავი ლაქა მის მდიდარ მაფიოზურ კარიერაში. 2 დღეც ვერ გაქაჩა მისმა იდეამ და გაექცა ყველა. აქამდე ფლოროს ლანძღვას ვერავინ გაბედავდა. ახლა კი ლა ლიგის ყველა პატარა გუნდის პრეზიდენტი პერესს აგინებს. ეს იდეა ბოლომდე რო მიეტანა ისტორიაში უკონკურენტო კაცი იქნებოდა მარა ეს სერიოზული ჩავარდნაა რაც მუდმივად იტრიალებს მისი სახელის პარალელურად.

  • პავლოვიჩი56
    schedule 22 აპრ 2021, 14:05
    #12

    როსელ-ბართომეუს ბანდა სერიოზულად მუშაობდა სუპერლიგის პროექტზე.ისინი ყველა მეთოდს-ხერხს მიმართავდნენ ამ პროექტის განხორციელებისათვის.
    1. გუნდის ფინანსურად დასუსტება.
    2. გუნდში სიტუაციის დაძაბვა-არევა. რასაც ე.წ. ბოტების საქმეც ადასტურებს.
    3. ეტყობა მესი ნაწილობრივ ხვდებოდა რასაც როსელ-ბართომეუს ბანდა აპირებდა…ამიტომაც დაარტყეს მესის. მესიმაც ძალიან ეფექტურად უპასუხა.
    4. როდესააც ბართომეუს გადაყენების საკითხი იწელებოდა,ჩვენ ვხვდებოდით ,რომ ბართომეუს ვიღაც "კრიშავდა".პირადად მე კომენტარებში ავღნიშნავდი,რომ ბარსას პრობლემა მხოლოდ აისბერგის თავი იყო და პრობლემა უფრო სერიოზული-ღრმაა.
    5. ყველას გემახსოვრებათ არჩევნების დროს როსელის მიმართვა ლაპორტასადმი,რომ კანდიდატურა მოეხსნა. შემდგომ მათი შეხვედრა და შეხვედრის შემდგომ ლაპორტას ძალიან სერიოზული კომენტარი.
    6.ასევე ნათელი ხდება არჩვენებში ფონტის 30% . ფონტის აპელირება ,რომ მას სერიოზული ფინანსების მოძიება შეუძლია და ახალი გლობალური პროექტი აქვს.
    7.ჩეფერინის განცხადება,ნაკლებ იმედგაცრუებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრის მთქმელია.
    8. არავინ იცის ამ ფულის "ტომრებს" რა გეგმა "ბ" გააჩნიათ. არ დავივიწყოთ როგორ ააგორეს ფიფას ყოფილი პრეზიდენტ ბატლერის სკანდალი, პლატინის მეშეობით.
    დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ…ფეხბურთი და ზოგადად სპორტი-მსოფლიო გადარჩება.

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2021, 12:49
    #11

    "როგორც ჭკვიანმა ადამიანმა, მან ტურნირის დატოვების ეშმაკური სტრატეგია შეარჩია.
    ჩეფერინი, სავარაუდოდ, იმ პუნქტს გულისხმობს, რომელიც "ბარსელონას", სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სუპერ ლიგის ჯარიმის გარეშე დატოვების უფლებას აძლევს".

    ეშმაკური კი არა, კაცური გადაწყვეტილება იყო. აბა ბარსა მისი საკუთრება კი არ იყო, გუნდი გულშემატკივრებისაა(განსხვავებით იუვენტუსისგან, რომელიც პირადად ფიატს და მის მფლობელ ანიელის საკუთრებაა) და სწორედაც რომ მათ უკითხავად ვერსად ვერ წაიყვანდა ბარსას.

    ციტატა: Joakim Brodén
    რამდენიმე წელიწადში რო კორუფციის გამო ჩაგსვამენ, მერე შენც შეიმუშავე ციხიდან გამოსვლის ეშმაკური სტრატეგიები


    smiley კარგი იყო.

  • პავლოვიჩი56
    schedule 22 აპრ 2021, 12:23
    #10

    ხომ ვწერდი-ვამბობდი ლაპორტა არ მიჰქარავს … თ ქ ო. ზოგადად ლაპორტა პიროვნულად, ტოპ-10 გუნდების პრეზიდენტებიდან, ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია.

  • ნოე
    schedule 22 აპრ 2021, 11:37
    #9

    ბართომეუ თავისთვის იყო ჭკვიანი, ბარს ერთ ადგილზე არ ეკიდა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 აპრ 2021, 07:23
    #8

    ციტატა: Norman Bates
    ლაპორტა საუკუნის მენეჯერია


    laughing პერესმა არ გიწყინოთ

  • riva
    schedule 22 აპრ 2021, 04:56
    #7

    2 კი არა ყველა კურდღელი დაიჭირა ტიპმა. ცალკე ბობოლებს პადერჟკა მისცა, ცალკე ფულის შოვნა სცადა, ცალკე სოსიოები მოიმადლიერა, ცალკე უეფა.

    არა ბიჭოს ბართომეუ კი არაა

  • M10 S9 D11
    schedule 22 აპრ 2021, 04:15
    #6

    ჩაგიტარათ მასტერკლასი ლაპორტამ

  • ana anukii
    schedule 22 აპრ 2021, 03:20
    #5

    ეშმაკი მელა🤣

  • Prometheus
    schedule 22 აპრ 2021, 01:50
    #4

    იკისრე მერე ერთი ლიგა შეჩემა laughing laughing

  • Joakim Brodén
    schedule 22 აპრ 2021, 01:46
    #3

    რამდენიმე წელიწადში რო კორუფციის გამო ჩაგსვამენ, მერე შენც შეიმუშავე ციხიდან გამოსვლის ეშმაკური სტრატეგიები

  • _OLD_
    schedule 22 აპრ 2021, 01:43
    #2

    ლიგა ჩვენია მომავალ სეზონში🤣😁

  • lesane C
    schedule 22 აპრ 2021, 01:36
    #1

    ბართომეუს კი არ გავს :დ