მესიმ ბილბაოს წინააღმდეგ შეხვედრაში ტელმო სარასა და პელეს აჯობა

მესიმ ბილბაოს წინააღმდეგ შეხვედრაში ტელმო სარასა და პელეს აჯობა

გუშინ, კატალონიის “ბარსელონამ” კოპა დელ რეის თასისთვის ბრძოლაში ბილბაოს “ატლეტიკი” 4-0 გაანადგურა და აღნიშნული ტიტული 31-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, Goal-ის ინფორმაციით, ბასკებთან შეხვედრაში რეკორდები ლეო მესიმ დაამყარა – გუშინდელი დუბლის შემდეგ, არგენტინელს ესპანეთის თასის ფინალებში გატანილი 10 გოლი დაუგროვდა, რითაც სწორედ “ბილბაოს” ლეგენდა, ტელმო სარა ჩამოიტოვა.

აგრეთვე, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 10-იანმა, ყველა ტურნირის ეგიდით, ფინალებში მეტოქეთა კარის ბადე 31-ჯერ შეარხია – აქამდე რეკორდი ლეგენდარულ ბრაზილიელს, პელეს ეკუთვნოდა.

ამასთან, საინტერესოა, რომ ლეომ მიმდინარე სეზონში, ყველა გათამაშებაში ერთად, 31 ბურთის გატანა მოახერხა, რას იმას ნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” ლიდერს ზედიზედ 13 სეზონია, მინიმუმ 30 გოლი გააქვს.

“ლა პულგას” კოპა დელ რეის 7-ჯერ – 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18 და 2020/21 წლებში აქვს მოგებული.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    19 აპრ 2021, 18:20

    ციტატა: El pistolero 9
    nika 54,
    სამიტიერის დროს კოპა ძალიან მნიშვნელოვან ტიტულად მიიჩნეოდა და გუნდებიც ძალიან დიდი მოტივაციით გამოდიოდნენ სათამაშოდ.ვისთანაც შეიძლება ჰეთთრიკი და პოკერი შეასრულოს ლეომ ჩვენ იმათთან დუბლებით ვთამაშობთ


    მეც ეგ ვთქვი ზუსტად.

  • M10 S9 D11
    18 აპრ 2021, 20:26

    გენიოსიიი

  • El pistolero 9
    18 აპრ 2021, 19:19

    nika 54,
    სამიტიერის დროს კოპა ძალიან მნიშვნელოვან ტიტულად მიიჩნეოდა და გუნდებიც ძალიან დიდი მოტივაციით გამოდიოდნენ სათამაშოდ.ვისთანაც შეიძლება ჰეთთრიკი და პოკერი შეასრულოს ლეომ ჩვენ იმათთან დუბლებით ვთამაშობთ

  • nika 54
    18 აპრ 2021, 17:56

    მე მგონი კიდევ ერთი გიჟი გვყავს, ლეოს რო ასწრებს თასებზე ბომბარდირობაში. ხო მოვნახე:
    ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის თასზე – ჟოზეპ სამიტიერი (65) არა მგონია ამას გაასწროს ლეომ. მე მგონი ეს ფეხბურთელი ყველა ეტაპზე თამაშობდა, განსხვავებით ლეოსგან რომელიც ძირითადად მაქსიმუმ მეოთხედფინალებიდან თამაშობს.