როგორც “El Mundo Deportivo” იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” ერთ–ერთ სამიზნედ “ვალენსიას” 22 წლის მარცხენა მცველი, ხორდი ალბა იქცა…
მოგეხსენებათ კატალონიელები ახლა აქტიურად ცდილობენ მარცხენა მცველის შეძენას. ერთ–ერთ მთავარ კანდიდატად ხიხონის “სპორტინგში” მოთამაშე ხოსე ანხელი ითვლებოდა, თუმცა ანხელმა “ბარსელონაში” თამაშს იტალიაში გადაბარგება და ლუის ენრიკეს “რომას” ღირსების დაცვა არჩია.
ზაფხულის ამ სატრანსფერო სეზონზე, კატალონია შესაძლოა მაქსველმა დატოვოს, რომლითაც “პრემიერ ლიგი” გუნდები არიან დაინტერესებულნი. ამიტომაც, სუბისარეტა და მისი თანაშემწეები არ აყოვნებენ და ახალ ფეხბურთელებს ეძებენ. ხორდი ალბა კი მათ მთავარ სამიზნედ იქცა. მის გარდა, ლაპარაკი მიდის ხოსე ენრიკესა და კაპდევილიაზე, რომლებიც უკვე კარგად გამოცდილები არიან. აქვე გეტყვით, რომ ალბა 1989 წელს, კატალონიაში დაიბადა და თავისი პირველი ნაბიჯები ფეხბურთის კარიერაში, სწორედ “ბარსელონაში” გადადგა. მან 2007 წელი “ვალენსია ბ”–ში გაატარა, ხოლო 2008 წლიდან “ღამურების” პირველ გუნდში იმყოფება. ახლა კი მან თავი შესაძლოა “ბარსელონაში” ამოყოს.