წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 აპრილს მოხდა.
თამაშები
16 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1966 წელი
ესპანეთის თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგი” 8-0 გაანადგურა. გოლები სალდუამ (2), ტორესმა, ფუსტემ, პერედამ, მონტესინოსმა, საბალიამ და რეშაკმა გაიტანეს.
1969 წელი
“ვალენსიასთან” შინ 1-1 დასრულებული შეხვედრა “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-1000 თამაში გამოდგა.
1986 წელი
ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) 1/2 ფინალის პირველ მატჩში 0-3 წაგების შემდეგ “ბარსელონამ” “გიოტებორგს” “კამპ ნოუზე” გამართულ განმეორებით შეხვედრაში ასევე 3-0 სძლია, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაშიც იმარჯვა და 25 წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტურნირის ფინალში გავიდა.
“გიოტებორგთან” სამივე გოლი პიჩი ალონსომ გაიტანა.
2011 წელი
მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.
2014 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” 1-2 წააგო. კატალონიელთაგან გოლი მარკ ბარტრამ გაიტანა.
2019 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 3-0 დაამარცხა. გოლები მესიმ (2) და კოუტინიომ გაიტანეს.
ეს მატჩი ტერ შტეგენისთვის ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მაისურით მე-100 გამოდგა.
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "რეალთან" 1-2 წააგო. კატალონიელთაგან გოლი მარკ ბარტრამ გაიტანა.
მერე კი ბეილმა იმისთანა არბენინა და გოლიც გაგვიტანა, რო არასდროს დამავიწყდება. ამ ჩემისამ ისიც ვერ მოახერხა რო წაექცია, როგორც რეალის ფეხბურთელები იქცევიან ასეთ მომენტებში.
16 აპრილი -მარკ ბარტრას კოშმარი