workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ესპანეთის თასის ფინალის მსაჯი ცნობილია

ოფიციალურად: ესპანეთის თასის ფინალის მსაჯი ცნობილია

ახლახანს ოფიციალურად ცნობილი გახდა ესპანეთის თასის ფინალის მსაჯის ვინაობა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კოპა დელ რეის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბილბაო” დაუპირისპირდებიან, 38 წლის არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა გაუძღვება.

მუნუერას დახმარებას დიეგო ბარბერო და რაულ კაბანიერო მარტინესი გაუწევენ, მეოთხე აბიტრის როლს კი გილერმო კუადრა ფერნანდესი შეასრულებს. VAR-ის ოთახიდან ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იმსაჯებს, მას კი დახმარებას ინგასიო იგლესიას ვილიანუევა გაუწევს.

მუნუერას “ბარსელონას” 26 მატჩში უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 18 მოიგეს (70%), 4 ფრე (15%) ითამაშე და 4 წააგეს (15%). მან “ბლაუგრანას” 56 ყვითელი ბარათი უჩვენა. ესპანელ არბიტრს “ბარსას” მხრიდან ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია.

“ბილბაოს” მუნუერას მსაჯობით 23-ჯერ უთამაშია. ბასკების ანგარიშზე 13 მოგება (57%), 2 ფრე (9%) და 8 წაგებაა (34%). მან “ბილბაოს” 48 ყვითელი ბარათი უჩვენა და მოთამაშე მოედნიდან ერთხელ გააძევა.

38 წლის გამოცდილ არბიტრს “ბარსასა” და “ბილბოას” დაპირისპირებაში 4-ჯერ უმსაჯია. აქედან 2 მოგება და 2 წაგება გვაქვს. ამ თამაშებში მუნუერამ კატალონიელები 16-ჯერ გააფრთხილა, ბასკები – 10-ჯერ. მას ამ მატჩებში არცერთი მოთამაშე არ გაუძევებია.

საინტერესოა, რომ მუნუერას მსაჯობით ჩატარებული “ბარსელონას” ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომელშიც მან თავი დაგვამახსოვრა, გასული წლის 24 ოქტომბერს გამართული “ელ კლასიკოა”. ამ მატჩში ესპანელმა არბიტრმა მადრიდელთა სასარგებლოდ ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან საკამთო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც, შესაძლოა, თამაშში გარადმტეხიც კი იყო.

ესპანეთის თასის ფინალი შაბათს თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 აპრ 2021, 07:40
    #8

    ციტატა: nika 54
    მთლად ობიექტური ვერ გაჩითეს მოკლედ ხომ.


    მსაჯებს იმდენს "აჭმევს" პერესი რომ ყველა ჯიბეში უზის, რა ობიექტურობაზეა ლაპარაკი, ვერც იპოვით ასეთს..

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:52
    #7

    მთლად ობიექტური ვერ გაჩითეს მოკლედ ხომ.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:26
    #6

    იმედია წესიერად იმსაჯებს და მიკერძოებას არ ექნება ადგილი

  • me da barca
    schedule 15 აპრ 2021, 16:25
    #5

    რეალთან ძალიან საეჭვო პენალტი დადო ამ გნიდამ.
    დავგუგლე და ვალენსიას რეგიონშია დაბადებული, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვისი სიყვარული და სიძულვილი უდევს გულში.

  • M10 S9 D11
    schedule 15 აპრ 2021, 14:56
    #4

    კიდე მადრიდის მონა მსაჯი შემოგვტენეს ვაახ

  • C.PC5
    schedule 15 აპრ 2021, 13:54
    #3

    მთავარია არ მიქაროს და ვარი წესიერად გამოიყენოს სადაც საჭირო იქნება, თორე დედამისს ღამე მოსვენება დაეკარგება😂🤗

  • Anano_Ch
    schedule 15 აპრ 2021, 13:50
    #2

    ეს ტიპი რო მეზიზღებაა 🤮 მაინც ჩვენია თასიი !!

  • LM10RG10
    schedule 15 აპრ 2021, 13:30
    #1

    კაროჩეე რაა ყველა მსაჯი პერესის როგორაა მაგის მაფიოზ დედას შევეშვიი