ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავი “ბარსაში” ამოყო

კიკომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავი “ბარსაში” ამოყო

 

ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს ახალწვეულმა, კიკო ფემენიამ ხუთშაბათს პრეს–კონფერენცია გამართა, რათა ალიკანტური “ერკულესის” გულშემატკივარისთვის გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეთქვა…

 

“მე ამ პრეს–კონფერენციის გამართვა თქვენთვის დასამშვიდობებლად მსურდა. მე “ბარსელონასთან” შეთანხმებას მივაღწიე, თუმცა “ერკულესი” ჩემს გულში ყოველთვის იქნება”, – ასე დაიწყო საუბარი კიკომ – “მე “ერკულესს”  იღბალს ვუსურვბ, რომელიც იმსახურებს “პრიმერაში” თამაშს. შესაძლოა მეც იღბლიანი აღმოვჩნდე და მეც პირველ დივიზიონში ვითამაშო.”

 

კიკომ “ერკულესის” გულშემატკივრებზეც გააკეთა კომენტარი. “ჩემთვის ისინი საუკეთესონი არიან”, – განაცხადა 20 წლის ნახევარმცველმა – “ამ გუნდის საშუალებით, მე მივიღე შანსი მეთამაშა “ბარსელონაში”, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა და რომელსაც მე ვიყენებ.”


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში