დავიდ ვილიამ თავის ინტერვიუში, რომელიც მან მისცა კლუბის ოფიციალურ გვერდს და ტელე-არხს, «Barca TV»-ს, ისაუბრა სიამაყეზე, რომელიც მასში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა, მან გუნდის გულშემატკივრებს დაპირდა, რომ ნახავდნენ უკეთეს ვილიას და შეეცადა, რომ დაერწმუნებინა იმაში, რომ ის “ბარსაში” თავისი კარიერის პიკზე გადმოვიდა.
-მიღება, რომელიც მოგიწყვეს პარასკევს გაგაოცათ? მოახდინა თუ არა ამან თქვენზე შთაბეჭდილება?
-კი, რა თქმა უნდა. ვიცოდი, რომ ჩემი გადმოსვლა პუბლიკას გაეხარდებოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე გავახარებდი მათ. მე ამაყი ვარ და თავს გამორჩეულად ვგრძნობ. მე მსურს, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიცვა ამ კლუბის მაისური და ჩემი კარგი თამაშით მადლობა გადავუხადო მათ სტუმართმოყვარეობას. ასევე გამაოცა მასპინძელი გუნდის გასახდელმა, მანდ არასოდეს არ ვყოფილვარ და ნამდვილად, რომ მოჯადოვებული დავრჩი ამ სანახაობით.
-მას შემდეგ, რაც პარასკევს მოხდა თავს მედია-პერსონად არ თვლით? ან სუპერვარსკვლავად?
-მე უბრალო ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარსკვლავობა ჩემს გეგმებში არ შედის-მეთქი, მაგრამ რაც მოხდა პარასკევს, იმის მერე… აღარც კი ვიცი! მე ამაყი ვარ.
-რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად “ბარსელონაში”?
-ცოტ-ცოტა ყველაფერმა. უკანასკნელ წლებში “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბად იქცა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, შეიძლება იმანაც, რომ სურვილი მქონდა გასახდელში მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდზე ვყოფილიყავი. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები-მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი.
-თქვენ აქ მოხვედით 28 წლის ასაკში. როგორ გგონიათ ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რათა კამპ ნოუზე გადმობარგდეთ?
-თუ ექსპერტებს დავუჯერებთ ეს იდეალური დროა ფეხბურთელის კარიერაში. მე აქ მოვედი საკუთარი კარიერის პიკზე და თან დიდი ხნით.
-თქვენ ახსენეთ, რომ “ბარსა” ერთი წელი არ არის, რაც თქვენით ინტერესდებოდა. როგორი გავლენა იქონია ამან თქვენზე?
-ყველაზე კარგი ამ დაინტერესებაში ის იყო თუ, როგორ გამოიჩინეს დაინტერესება: ყოველთვის იჩენდნენ ინტერეს, პატივისცემით და მაგრძნობინებდნენ, რომ მათ ჩემი ხილვა სურდათ “ბარსელონაში”. ეს ერთ-ერთი იმ მიზენთაგანია, რამაც მე აქ გადმომიყვანა. ბოლო კვირაში კი, ნაკრების პარტნიორებმა, ჩავიმ და პუიოლმა მე დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს, გამომიგზავნეს რა სმს-ები და მთავაზობდნენ ნებისმიერი სახის დახმარებას.
-“ვალენსიასთან” ერთად მოიგე სამეფო თასი, მაგრამ “ბარსასთან” ერთად ტიტულის მოგების უფრო დიდი შანსი გაქვთ. გაღელვებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა, თუ მაურინიუსავით ჭკუიდან იშლებით ამაზე ფიქრში?
-ეს ძალიან ამაღელვებელი პრესპექტივაა, ვინაიდან არასოდეს ასე ახლოს არ ვყოფილვარ ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობასთან. ვფიქრობ, რომ “ბარსა” ჩაციკლულიც კი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, ვინაიდან ეს ხომ “ბარსელონაა”, იგი ყოველთვის საუკეთესოთა შორის უნდა იყოს.
-ადაპტაცია შეიძლება ს.ა.რ-ში(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გაიაროთ, ვინაიდან ესპანეთის ნაკრებში ხომ უამრავი “ბარსელონას” ფეხბურთელი ასპარეზობს, თანაც დელ ბოსკე მსგავს ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.
-მე გადასარევი ურთიერთობა მაქვს “ბარსელონას” ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებში გამოდიან, ეს კი, მემგონი დამეხმარება, რომ მალე შევეწყო გუნდში. რადგან ჩავი, ისევე როგორც ნაკრებში და “ბარსელონაში” მთავარი შემოქმედებითი პიროვნებაა, ვფიქრობ რომ არ უნდა გამიჭირდეს გუნდთან შეგუება.
-“ვალენსიაში” თქვენ გქონდათ გარანტირებული ადგილი, ძირითად შემადგენლობაში. აქ კი კონკურენცია მოგიწევთ ბოიანთან, მესისთან, იბრაჰიმოვიჩთან და პედროსთან. ეს გმატებთ მოტივაციას?
–კი და თან ძალიან. კონკურენცია არის ის, რაც მუდმივად გზრდის და გხდის უკეთესს. მე ვიმყოფები საქმის კურსსში და ვიცი, რომ მოვხვდი ისეთ კლუბსი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რათა გავხდე ღირსი ამ გუნდის.
-ცენტრშიც და შეტევის ფლანგზეც ერთნაირად კარგად თამაშობ?
-ჩემი მშობლიური პოზიცია არის ცენტრფორვარდის პოზიცია, მაგრამ ჩემი თამაშის სტილის ადაპტირებას ისე ვახდენ, როგორც ეს იმ გუნდს ესაჭიროება სადაც გამოვდივარ.
-თქვენ მეთერთმეტე ასტურიელი ხართ კლუბის ისტორიაში. როგორი გრძნობაა, როცა აცნობიერებ, რომ კინის და ლუის-ენრიკეს გატკეპნილ გზაზე მიდიხარ?
-ისინი, ორთავე ჩემი კუმირები არიან და მისაბაძ ადამიანებად რჩებიან. მე კიდევ ერთხელ ამაყი ვარ იმ გუნდში ყოფნით, სადაც მათ უდიდეს წარმატებას და ხალხის სიყვარულს მიაღწიეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კინის გადარებენ და მე ის ძალიან დამეხმარა, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვაკეთებდი ფეხბურთში 17 წლის ასაკში.
-გქონდათ მასთან თქვენი ტრანსფერის თაობაზე საუბარი?
–პრეზენტაციის შემდეგ, სადილზე მქონდა საუბარი ლუის-ენრიკესთან. მითხრა, რომ მოხარულია იმით, რომ ის აქ აღმოჩნდა და დამპირდა, რომ მე აქ მომეწონებოდა ყოფნა. მე მადლობა გადავუხადე და წარმატება ვუსურვე “ბარსა-ატლეტიკთან” საპლეიოფო მატჩში. კინისთან ჯერ არ მისაუბრია და იმედია მალე დავუკავშირდები, ის ხომ ძალიან დამეხმარა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემს გამო მოხარული იქნება.
-ითამაშო პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით-ეს განსაკუთრებული მოტივაციაა?
–რა თქმა უნდა. მე მქონდა მასთან საუბარი და მან მითხრა, რომ სულმოუთქმენლად ელოდება მომენტს, როდესაც მე თავისი გუნდის მაისურით მოთამაშეს მანხავს.ნაკრებში მოასპარეზე თანაგუნდელებმა გამანდეს, რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა მისი მეთვალყურეობით თამაში და ის, რომ პეპი გასწავლის, როგორ უნდა ითამაშო სწორად ფეხბურთი და როგორ უნდა მიიღო თამაშისგან სიამოვნება.
-შენ თამაშობდი “მესტალიაზე” სადაც გულშემატკივრები ძალიან მომთხოვნები არიან. “ნოუ კამპზეც” ანალოგიური სიტუაციაა. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია თუ არა, როდესაც პუბლიკა მომთხოვნია?
–როცა მეტს გთხოვენ ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან თუ კი შენგან პუბლიკა მეტს ითხოვს ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საამისო ძალა გაქვს და უნდა მოუმატო, გარდა ამისა მიყვარს გამოწვევები.
–ამბობენ, რომ ფორვარდებს ახსოვთ ყოველი გატანილი გოლიო. თქვენ-კი უამრავი გოლი გაქვთ გატანილი, ნუთუ ყველა მათგანი გახსოვთ?
-არა ყველა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ისინი კი მახსოვს, რომლებსაც მე საუკეთესოდ მივიჩნევ. ერთ-ერთი მათგანი მე “დეპორტივოს” გავუტანე, ლამის ცენტრიდან, ამ გოლის დავიწყება წარმოუდგენელია.
-“სპორტინგის” გულშემატკივრები აქტიურად დაუჭერენ მხარს “ბარსელონას”.
-ეჭვიც არ მეპარება. როდესაც “ვალენსიაში” ვთამაშობდი ჩემს გოლებს აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ “ელ მოლინონზე”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ კინს და ლუის-ენრიკეს უთამაშია, მაშინ არც გამიკვირდება ცოტა მეტი სიმპათიები ხიხონელებს ჩვენკენ თუ ექნებათ.
–სანამ ფეხბურთელი გახდებდით თურმე კონდინციონერებს ამონტაჟებდით. ეს მართალია?
-დიახ, 17 წლის ვიყავი და “სპორტინგში” ვირიცხებოდი, ვისწავლე ეს საქმიანობა და ცუდად არ გამომდიოდა. საბედნიეროდ საფეხბურთო სამყარომ სიკეთე გამოიჩინა ჩემს მიმართ და ამ საქმით დიდხანს დაკავება არ მომიხდა.
-თქვენი მშობლიური ქალაქი, ტულია, როგია ის?
-მშვენიერი ადგილია – ტიპიური ასტურიული ქალაქია. ჩაკეტილ ველზეა გაშენებული და როცა სიმშვიდე მჭირდება მე იქ ჩავდივარ და ვისვენებ, ხალხიც ისე მეპყრობა, რომ თითქოს არასდროს არსად არ წავსულვარ აქედან.
-როგორ აუხსენით თქვენს უფროს ქალიშვილს საიდას, რომ ბარსელონაში მიემგზავრებოდით?
-ვგონებ ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ამ ისტორიაში. იგი “ვალენსიას” ჭეშმარიტი გულშემატკივარია. მაგრამ როდესაც ავუხსენი და ვუთხარი, რომ ჩავის და პუიოლის გვერდით ვითამაშებდი დამშვიდდა. მერე კი, როდესაც გულშემატკივრებმა პატარა ლეკვი გვაჩუქეს “ბარსას” მაისურით მას მოეწონა კიდეც.
წყარო: www.fcbarcelona.cat
თარგმანი:მამუკა უგრეხელიძის (busquets)