Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატებას აღარ აპირებს. კლუბში უფრო მეტად ადგილობრივი კადრის, ახალგაზრდა და პერსპექტიული ილაიშ მორიბას იმედი აქვთ.
ვეინალდუმი რონალდ კუმანისათვის სასურველ მოთამაშეს წარმოადგენს, მაგრამ ნიდერლანდელს მაღალი ხელფასიც სურს, რაც ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია.
ილაიშ მორიბა კი ძალიან იმედისმომცემი ტალანტია. მას პირველ გუნდში თამაშის შანსი რამდენიმეჯერ მიეცა და ერთხელ თავის გამოჩენაც მოახერხა. მომავალი წლიდან ის ოფიციალურად ძირითადი გუნდის წევრი გახდება და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.
მორიბა წელს პირველად კოპა დელ რეიზე “კორნელიას” წინააღმდეგ ვიხილეთ, “ოსასუნასთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში კი მან თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
რამდენიმე საათის წინ “ბარსელონას” ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე მორიბას გოლიც გაიხსენეს, რომელიც მან “ლა მასიაში” ყოფნის პერიოდში “რეალს” შეუგდო. ილაიშმა ცენტრში ბურთის გათამაშებიდანვე კარისკენ დაარტყა და შორეული გასროლით აიღო “ლოს ბლანკოსის” კარი.
ლიგის თამაშზე რეალთან ეს მინდორზე იყო?
სწორი არჩევანია.ძაან პერსპექტიული ბიჭია მორიბა.სწორედ ესაა ბარსას დნმ.მეტი ლა მასიელი გუნდში(ნიჭიერები რა თქმა უნდა)
მაინც მოსაყვანია ჯინი ოღონდ ცოტა მადას მოუკლოს და ჯორჯინიად არ გადაიქცეს აქ თუ გადმოვა. პედრი დეიონგი ბუსი მორიბა და ვეინალდუმი ეს ხუთეული უნდა იყოს ნახევარდაცვაში დანარჩენები შეუძლიათ საკალბასეში ჩააბარონ
გამოუშვით ზეგაც, იქნებ კურტუასაც გაუტანოს.
არადა აუცილებელია ერთი გამოცდილი იგროკი სკამზე
სხვანაირად ვერ გაახალგაზრდავდება გუნდი
ძალიანაც კარგი.
მომავალი წლიდან ბუსის მაგივრად ხშირად ვიხილავთ ალბათ ილიაშის😀
ესე სჯობს! ახალგაზრდებზე ავაწყოთ გუნდი💜❤ მაგარი გოლი გაუტანია კლასიკოში და იმედია დიდების კლასიკოშიც ბევრს გაიტანს❤
აბა რაა