ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 აპრილს მოხდა.

თამაშები

7 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1912 წელი

“ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში  “ხიმნასტიკა ესპანიოლა” 2-0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო. გოლები მასანამ და როდრიგესმა გაიტანეს.

1929 წელი

ლა ლიგის ისტორიაში პირველ ბარსელონურ დერბიში “ბარსამ” “ესპანიოლი” 1-0 დაამარცხა. გოლი სასტრემ გაიტანა.

1987 წელი

დაიბადა “ბარსელონას”  ყოფილი მცველი მარტინ კასერესი. 2008-09 წლებში ბლაუგრანას” მაისურით მან 23 თამაში ჩაატარა. ურუგვაელმა “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.

2007 წელი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარიანო გონსალვო, იგივე გონსალვო III.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 23:05

    "1987 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარტინ კასერესი.
    2007 წელი
    85 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მარიანო გონსალვო, იგივე გონსალვო III.
    მოკლედ ერთი დაბადება და ერთი გარდაცვალება.

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 13:04

    C.PC5,
    მრავალს დაესწარი

  • C.PC5
    schedule 07 აპრ 2021, 10:58

    ხარებაზე საინტერესო არაფერი მომხდარა ესეიგი შვიდ აპრილს ბარსასთვის😂 გილოცავთ ყველას!