წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 აპრილს მოხდა.
თამაშები
3 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1932 წელი
ლა ლიგის საშინაო “კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” 2-2 ითამაშა. მასპინძელთაგან გოლები სამიტიერმა და აროჩამ გაიტანეს.
1941 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე სალვადორ სადურნი. 1960-1975 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 331 თამაში ჩაატარა. სადურნიმ 2 ესპანეთის თასი, 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1949 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. გოლები კანალმა (3), სეგერმა (2) და მარკოს აურელიომ გაიტანეს.
ამ მატჩში “ბარსამ” ლა ლიგაში თავისი მე-900 გოლი გაიტანა.
1951 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხოსე ანტონიო რამოს “პეპიტო”. 1976-1982 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 158 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად პეპიტომ 2 თასების მფლობელთა თასი და 2 ესპანეთის თასი მოიგო.
1984 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი. 2004-06 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 20 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ლოპესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
2003 წელი
დაიბადა პაბლო ტორე.
2012 წელი
ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “მილანი” 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მესიმ (2) და ინიესტამ გაიტანეს. მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა და მე-10 დუბლი შეასრულა. ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 50-ე გამოდგა პეპ გვარდიოლასთვის.
ვერ მოასწრო… 3 წლის წინ ჩვეულებრივი ამბავი ჩანდა არადა.
საინტერესოა საკუთარი კომენტის 3 წლის შემდეგ შეფასება.
მაქსი ლოპესი… ჩელსის რო დაუბაბანა მახსოვს კამპ მოუზე. ქერა გრძელ თმიანი
სადაც მესიც იყო და ინიესტაც იქ შედეგიც ჩანს.
ლიგაზე ლეომ გოლებში უნდა გაასწროს რონალდუს.თან უმცროსია რონიზე და ეგეც შეუწყობს ხელს